x
image
ახალი თაობა
რა არის ,,ელვა"?
image

ალბათ ყველას დაგინახავთ ცაზე უზარმაზარი კლაკნილი სინათლე, ოდესმე დაფიქრებულხართ რა არის ეს? ელვა ეს არის უზარმაზარი ელექტრონული განმუხტვა ატმოსფეროში...და როგორც წესი ყოველთვის მოყვება ხოლმე ხმაური, ელვა დაფიქსირებულია ვენერაზე, იუპიტერზე, სატურნზე და ურანზეც...ელვის განმუხტვისას წარმოქმნილი ე.ლ ენერგია 10 დან 20 ათას ამპერამდე აღწევს ამიტომაც ცოტაა ისეთი ადამიანი რომელიც გადურჩა მეხის დარტყმას.


imageელვის საშუალო სიგრძე 2.5 კილომეტრია მაგრამ დაფიქსირებულია შემთხვევა როცა მისი სიგრძე 20 კილომეტრს აღწევდა, ელვის სიჩქარე საწყის წერტილში უტოლდება 100 000 კმ/წმ–ში, ხოლო ბოლო წერტილში კი სულ რაღაც 10 000 კმ/წმ –ზე ჩამოდის, მის ცენტრში დაახლოებით 25 000 გრადუსია ცელსიუსით.image
ელვა დიდ საფრთხეს წარმოადგენს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის, მისგან თავდასაცავად აგებენ მეხამრიდებს რომელიც თავის თავზე იღებს მეხის დარტყმას.


image


ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით და გირჩევთ რომ თუ გიყენიათ ასეთი ინტერნეტის ანტენები(ხშირია სოფლებში) აუცილებლად ასეთ ამინდებში გამორთეთ რადგან მეხამრიდი ყოველთვის ვერ დაიცავს მას, არ ვიცოდი რო უნდა გამომერთო და ამის გამო 1 თვე დავრჩი უინტერნეტოდ, ნუ გამახსენებთ იმ საშინელ დღეებს, მას შემდეგ როგორც კი იწყება მცირედი ქუხილი ვრთავ თავის დაზღვევის მიზნით. :)

0
1766
6-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
1766
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0