სხვა როგორ გავხდეთ დიეტის გარეშე ანუ რა შეუძლია ტვინს 2012, 9 ნოემბერი, 22:39 ალბათ თითოეული ჩვენგანს ხშირად სმენია შემდეგი სახის ფრაზები: „ადამიანს ყველაფერი შეუძლია“, „თუ მოინდომებ მიაღწევ კიდეც“, „არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია“, „ტვინის შესაძლებლობები უსაზღვროა“... მოდით ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და გავიგოთ რას ამბობს მეცნიერება ჩვენი ტვინის შესაძლებლობებზე. ამ თემის შესწავლას უამრავი ექსპერიმენტი და ცდები მიეძღვნა. იმისათვის, რათა უკეთ შევძლოთ ტვინის შესაძლებლობების დანახვა, მოვიყვან ერთ მაგალითს: სომეკმა და უაილინგმა (1973წ) ცდისპირებს შემდეგი სახის ექსპერიმენტი შესთავაზეს: ერთ თვალში მათ ნეიტრალურ სახეს აჩვენებდნენ, მეორე თვალში კი ემოციის გამომხატველ სიტყვებს. ცდისპირებს უნდა დაესახელებინათ ის ემოცია რომელსაც სახე გამოხატავდა. აღმოჩნდა, რომ მონაწილეებმა სახის ნეიტრალური გამომეტყველების მიუხედავად, მას სხვადასხვა ემოცია მიაწერეს, ეს კი იმით იყო გამოწვეული თუ რა სიტყვებს ხედავდნენ ისინი. ექსპერიმენტის მთავარი არსი კი იმაში იყო, რომ სიტყვები, რომლებიც ცდისპირებისთვის ჩნდებოდა, იმდენად სწრაფად იელვებდა, რომ მათი წაკითხვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამისდა მიუხედავად, ტვინმა შეძლო ამის გაკეთება. დასკვნა ჩვენი ტვინი გაცილებით მეტ ინფორმაციას იღებს ვიდრე გვეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მთლიანად ვერ ისრუტავს ამ ინფორმაციას, ეს ყოველივე გავლენას ახდენს მის ცნობიერზე. ექსპერიმეტის შემთხვევაში: წაკითხულმა სიტყვებმა (არაცნობიერი-ადამიანები თავადაც ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ იმ სიტყვების წაკითხვა შეძლეს), გავლენა მოახდინეს ნეიტრალური სახის ემოციაზე ანუ ცნობიერზე. ზემოთ აღნიშნული ექსპერიმენტით ნათლად იკვეთება არაცნობიერის მნიშვნელობა. ამ საკითხს უამრავი ნაშრომი მიუძღვნა ზიგმუნდ ფროიდმა, რომელმაც ადამიანის ტვინის შესწავლისას გამოყო 2 დონე: ცნობიერი და ქვეცნობიერი. ქვეცნობერი ხშირად გაცილებით მეტ როლს თამაშობს ადამიანის ქცევაში ვიდრე ცნობიერი. ამიტომ მნიშვნელოვანია მისთვის ყურადღების დათმობა. საინტერესოა რა შუაშია ერთმანეთთან დიეტა და არაცნობიერი. როგორც ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს -პირდაპირში. მათი მტკიცებით მხოლოდ საკვების შეზღუდვა და ფიტნეს ვარჯიშები სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. შედეგი შესაძლოა დადგეს, თუმცა წონაში დაკლების შემდეგ, მალევე დაიწყოს მომატებაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჰარმონიულ ბალანსში შენარჩუნება, რაც არაცნობიერის დამორჩილებით იქნება შესაძლებელი. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ორგანიზმი წონაში დაკლებას იწყებს, თქვენი ტვინი ქვეცნობიერად ამას ვერ ეგუება, რადგან უწინდელ წონას არის მიჩვეული. მისთვის სხეულის მასის ოპტიმალური ვარიანტი სწორედ ის არის. ამიტომ ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ თუკი ჩვენ წონის ეფექტური დაკლება გვსურს, ამას არაცნობიერის ცნობიერისაკენ "გადმობირებით" უნდა მივაღწიოთ. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? ფსიქოლოგის რჩევებს სტატიის მომდევნო ნაწილში გაგაცნობთ. 442 3-ს მოსწონს 1-ს არა
|