x
image
TheonaK
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქები (ნაწილი II)
1.ამსტერდამი
image




















ამსტერდამი- ნიდერლანდების დედაქალაქი.ლამაზი სანახავია ბინები, ოფისები, კაფეები, რესტორნები. ყველა ერთად ისინი ქმნიან ესთეტიკურ ერთგვაროვნებას იმისა, რომ ეს ქალაქი არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი მსოფლიოში, განსაცვიფრებელი ადგილი, ლამაზი ხიდები, თვალწარმტაცი ქუჩები, და საოცრად ელეგანტური არქიტექტურა.ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4.2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.


2.ფლორენცია



image

ფლორენცია მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ვაჭრობისდა ფინანსური ცენტრი იყო

ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ.

3.რომი

image


ქალაქი დგას შვიდი ბორცვზე მდინარე Tiber-ზე. რომში არის ლამაზი სკვერები და კლასიკური არქიტექტურა. ბევრ ადამიანს, ვინც რომს ეწვევა შეუმჩნეველი რჩება რომის ლამაზი ქუჩები, მომხიბვლელი ბილიკები და სახლების აივნებზე შემკული ყვავილები. მისი ქუჩები ადასტურებს იმას, რომ რომი მართლაც მარადიული ქალაქია.

4.ბუდაპეშტი

image


ბუდაპეშტი - უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. 1873 წელს მარჯვენა სანაპიროს ბუდასა (გერმ. ოფენი) და ობუდას (ძველი ბუდა ან ალტ-ოფენი) შერწყმით პეშტთან მარცხენა (აღმ.) სანაპიროზე ბუდაპეშტი ერთდადერთი ქალაქი გახდა, რომელიც მდ. დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია. აღსანიშნავია არქიტექტურა (მათ შორის განსაცვიფრებელი პარლამენტის შენობა) საწყისი მონუმენტური ჯაჭვის ხიდი. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ანდრაშის პროსპექტი, რომელიც რომელიც ბუდაპეშტის ყველაზე განთქმული ქუჩაა; ბუდას ციხე-ქალაქი, ვაროშლიგეტი, რომელიც ქალაქის მთავარი პარკია; ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა და მარგიტის კუნძული.

3
418
13-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
418
  
2012, 11 ნოემბერი, 0:40
მალადეც თეოოო:*
2012, 9 ნოემბერი, 17:18
მადლობაა : )
2012, 9 ნოემბერი, 16:59
ყოჩაღ თეო )
0 1 3