სხვა ზურა ყიფშიძის ოჯახი ძაღლმა გადაარჩინა. 2012, 9 ნოემბერი, 15:15 როგორც თავად ბატონი ზურაბი ამბობს მას ძაღლები ძალიან უყვარს პატარაობიდანვე, თუმცა წლების განმავლობაში მას მშობლები ძაღლის ყოლის უფლებას არ აძლევდნენ. გავიდა დრო ზურაბი გაიზარდა და თავისი ოცნება არაერთხელ აიხდინა მას არაერთი ძაღლი ყავდა მაგრამ ერთი ძალიან გამორჩეული იყო . რამოდენიმე წლის უკან მაშინ არც ისე გასაკვირად შუქი ჩაქრა და როგორც ზურაბი იხსენებს გამათბობელი ჩართული დარჩა და შემთხვევით თავად ზურაბმა ღამით ფეხი წაკრა ამ გამათბობელს თუმცა ამისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. ღამე როცა შუქი მოვიდა ოთახში მხუთავი კვამლი დატრიალდა ოჯახი ვერაფერს გაიგებდა რომ არა ზურაბის საყვარელი ძაღლი, ამ ძაღლმა იმდენი ურტყა ოთახის კარებს სანამ არ შეანგრია და ზურაბი და მისი ოჯახი არ გამოაღვიძა და სიკვდილს გადაარჩინა. 369 7-ს მოსწონს
|