საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლითაც შეშფოთებულია. ნაციონალური მოძრაობა ახალ ხელისუფლებას არხის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშულებს. კრიტიკა ისმის იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც წლების მანძილზე უკანონოდ აკონტროლებდა და აკონტროლებს არაერთ ტელეკომპანიას, ზეწოლას ახორციელებდა ჟურნალისტებზე, აპატიმრებდა სატელიტურ თეფშებს და არბევდა დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. უმცირესობის არცერთ წევრს, რომელიც დღეს თავისუფალ სიტყვას იცავს, მედიაზე ზეწოლის არცერთი ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია.