ისტორიული ფრაგმენტები გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებიდან 2012, 8 ნოემბერი, 23:17 ისააკ ნიუტონი იმითაცაა ცნობილი რომ ის ლორდთა პალატის წევრი იყო და მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ლორდთა პალატის ყრილობაზე მხოლოდ ერთი წინადადება აქვს ნათქვამი."თუ შეიძლება დახურეთ ფანჯარა უბერავს" ალბათ იცით გენიალური იტალიელი ვირტუოზი ნიკოლო პაგანინი და მისი ვირტუოზული შესრულება ერთ სიმზე.ეს განპირობებული იყო იმით რომ იმ პერიოდში სიმებად იყენებდნენ ცხოველის მყესებს.რომელიც ხშირად წყდებოდა.შემდეგ შეიცვალა მეტალის სიმებით...ერთხელ როდესაც ნიკოლოს მორიგ კონცერტზე აგვიანდებოდა ეტლში ჩაჯდა და მეეტლეს სთხოვა ჩქარა მიმიყვანე თეატრამდეო, მეეტლემ იცნო და ორმაგი საფასური მოსთხოვა.პაგანინმა კითხა: რატომ მახდევინებთ ასე ძვირს? -თქვენ მაინც ერთ სიმზე დაუკრავთ და ქვეყნის ფულს იშოვნით.უპასუხა მეეტლემ კი ბატონი, თანახმა ვარ, გადაგიხდით.ოღონდ ერთი პირობით, თუ ერთი ბორბლით მიმიყვანთ თეატრამდე. უთხრა პაგანინმა ერთხელ ღამით ბალზაკის სახლში ქურდი შეიპარა.ის ცდილობდა გაეღო მაგიდის უჯრები, ის შეაჩერა პატრონის ხარხარმა.-"რატომ იცინით?" -შეეკითხა გაკვირვებული ქურდი, ბალზაკმა უპასუხა:-"შენ ეძებ ღამით იმას, რის დანახვასაც მე დღისით ვერ ვახერხებ". ცნობილი მწერალი ჯონათან სვიფტი სიცოცხლეს ამაოდ მიიჩნევდა და თავის დაბადების დღეზე შავებს იცვამდა. ერთხელ დიუმა გერმანიის ერთ პატარა ქალაქს ეწვია.წვიმიანი ამინდი იყო.სადილობისას რესტორანში შევიდა, სოკო უნდოდა ეჭამა და რადგანაც ენა არ იცოდა, ოფიციანტს შეკვეთილი საჭმელი ქაღალდზე დაუხატა.ორიოდე წუთის შემდეგ ოფოციანტმა ქოლგა მოუტანა. :) 172 7-ს მოსწონს
|