სისხლის სამართალი მოვითხოვთ დაისაჯნონ ზურაბ ჟვანიას მკვლელები 2012, 8 ნოემბერი, 11:39 2005 წლის 3 თებერვალს, 9 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმავანო მერაბიშვილმა ქვეყანას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თავზარდამცემი ამბავი ამცნო. ოფიციალური ვერსიით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა, რომელიც გამოიწვია გაზის გამათბობლისგაუმართაობამ. თუმცა ეფ-ბი-აის სპეციალისტებმა მას ვერავითარი დაზიანება, არასრული წვის კვალი ვერ აღმოუჩინეს და დაწერეს, რომ არავითარი სასიკვდილო გარემო ოთახში არ ყოფილა. 8 წელიწადი გადის უკვე ჟვანიას მკვლელობიდან, თუმცა დამნაშავე ჯერ დასჯილი არ არის. დასჯას თავი დავანებოთ გამოძიება აღარ ტარდება. რამდენიმე რეიტინგულ ქართულ საინფორმაციო საიტზე ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ უნდა დაისაჯოს პირველ რიგში. ქართულმა საზოგადოებამ ერთხმად უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ უნდა დაისაჯოს ბაჩო ახალაია. ბაჩო ახალაიას დაკავებას საზოგადოებაში დაპირისპირება მოჰყვა, ნაწილს სასაცილოდ მიაჩნია ეს ყველაფერი, მათი განცხადებით სასაცილოა ის მიზეზი რის გამოც დააკავეს ბაჩო ახალაია. დავით დეკანოიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ხვალ ან ზეგწაუყენებენ. "ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ეს ხვალ ან ზეგ მოხდება", - აღნიშნა ადვოკატმა. ამასთან, დეკანოიძის შეფასებით, ახალაიას დაკავების საფუძველი აბსურდულია დაღუპული ქართველი ოფიცრის სერგო თეთრაძის მეუღლემ ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ საჩივარი, დღეს, შეიტანა. ეს იქნება ცალკე საქმე ახალაიას წინააღმდეგ. ახალაიას დასჯა აუსრულდა საზოგადოებას და ის დაკავებულია, თუმცა ახალაიას შემდეგ საზოგადოების უმრავლესობა ითხოვს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას. ზურაბ ჟვანია მოკლულია და მკვლელები უნდა დაისაჯნონ. საზოგადოება იმედოვნებს, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. 135 1-ს მოსწონს
|