საქართველო უმრავლესობის კანდიდატი 2012, 8 ნოემბერი, 8:27 არასამთავრობო ორგანიზაციების მოლოდინის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დასამტკიცებლად არა მესამე სექტორის მიერ დასახელებული პირები, არამედ უალტერნატივო კანდიდატურა წარადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს" პროგრამების ყოფილი მენეჯერი უკვე დათანხმდა „ქართული ოცნების" შეთავაზებას. ნინა ხატისკაცის დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა იმ ოთხი კანდიდატისთვის, რომელთა გასაცნობად და პრიორიტეტების გასაგებად არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ხატისკაცთან კითხვები აქვთ მეუღლის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებითაც. 80 2-ს მოსწონს 1-ს არა
|