x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135664
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვალის გასასტუმრებლად ბიჭებმა უბნელი ქალი მოკლეს

image ახალგაზრდა ქალის მკვლელობა თბილისში წლების წინ მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულები სასჯელს კოლონიაში იხდიან და კიდევ დიდხანს მოუწევთ ციხეში ყოფნა. თავის დროზე სასამართლომ ორ მეგობარს, ლევანს და ედიშერს ჩადენილი დანაშაულისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ყველაფერი ასე დაიწყო: კახას მეგობრის, ლევანის ვალი 100 დოლარი ჰქონდა და ფულს ვეღარ უბრუნებდა. ამის გამო მეგობრებს კონფლიქტი არ მოსვლიათ, უბრალოდ გამოსავლის ძიება ერთად დაიწყეს. მათთან ერთად კიდევ ერთი მეგობარი ედიშერი იყო. ბიჭებმა გადაწყვიტეს, ქუჩაში მიმავალი მოქალაქეები გაეძარცვათ, თანხა მოეგროვებინათ და ამის შემდეგ ერთმანეთში გადაენაწილებინათ. ამ გზით ლევანი თავის ვალსაც მიიღებდა და ძარცვისგან წილსაც.

შემოდგომის ღამე იყო. ბიჭებმა არაყი დალიეს და ნასვამები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა შესაფერისი მომენტი შეერჩიათ განზრახვის შესასრულებლად. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებიათ. მალე ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. მას ლევანი და ედიშერი აედევნენ. ქალს დანით დაემუქრნენ, ხელჩანთა წაართვეს, მაჯის საათი, ბეჭედი და ოქროს საყურეებიც მოხსნეს. "საქმე" მოთავებული არ ჰქონდათ, როცა კახა ფანრით ხელში გამოჩნდა და მეგობრებს შუქი სახეში მიანათა. სწორედ ამ დროს ქალმა ერთ-ერთი დამნაშავე იცნო. ლევან შენ ხარ, გიცანიო, შესძახა მან. ლევანმაც იცნო ლია. ბიჭებმა ქალს ყველა ნივთი დაუბრუნეს, მაგრამ სახლში წასვლის საშუალება არ მისცეს. დაუწყეს ხვეწნა, რომ მომხდარი არ გახმაურებულიყო. ქალი მათ შეჰპირდა, რომ არავისთან იტყოდა, თუმცა ლევანი მიხვდა, რომ ეს ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა. ლია იქვე ახლოს, ერთ-ერთ მიტოვებულ ჯიხურში შეიყვანეს. ქალმა ისევ მისცა პირობა ლევანს, თუმცა გაბოროტებულმა ბიჭმა მის ნათქვამში ეჭვი შეიტანა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. ქალს ყელში წვდა და მოხრჩობა დაუპირა. უცებ გაახსენდა, რომ ჯიბეში ის დანა ედო, რომლითაც მსხვერპლი შეაშინა. დანა ამოიღო და წაქცეულს რამდენჯერმე ჩაარტყა კისრის მიდამოში. ამ ფაქტის მხილველი კახა გაიქცა და შემთხვევის ადგილზე ლევანი და ედიშერი დახვდნენ.

დაჭრილი ქალი ყაჩაღებს წინააღმდეგობას უწევდა. ამჯერად ედიშერმა განაგრძო მსხვერპლის წამება, მან დაჭრილს ხელები გაუკავა, ლევანის მიერ ძირს დაგდებული დანა აიღო და ძლიერად გამოუსვა ყელში რამდენჯერმე. შემდეგ კი მეგობარს კმაყოფილი ხმით აცნობა, ყელი გამოვჭერი, დამშვიდდი, ვერაფერს იტყვისო. ამის შემდეგ მოკლული იქვე მიაგდეს და ჯიხურიდან გამოვიდნენ.


ეს ამბავი შემდეგ კახას აღიარების შემდეგ გაირკვა. უზენაესმა სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ განსასჯელები დამნაშავეებად ცნო და მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

0
321
7-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0