x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
წიწიბურა ყვავილოვანი კომბოსტოთი-სამარხვო კერძი
წიწიბურას და ბოსტნეულის შეთავსება მეტად ორიგინალურია. წიწიბურა სწრაფად რომ მომზადდეს, წინასწარ ჩაალბეთ ცივ წყალში 8 საათი, ამგვარად ის ადუღების შემდეგ 7 წთ-ში მოიხარშება.

image

ოთხი ულუფა კერძისთვის დაგჭირდებათ:

150 გ. წიწიბურა;


200 გ. ყვავილოვანი კომბოსტო;

100 გ. ისპანახის ფოთლები,

1 ღერი პრასი,

ნახევარი ლიმონი,

1 ს/კ ზეითუნის ზეთი


მომზადება:

ქვაბში ჩაყარეთ წიწიბურა, დაამატეთ ნახევარი ჩ/კ მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ და ხარშეთ 15 წთ დაბალ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და 5-7 წთ-ის შემდეგ ამოურიეთ ჩანგლით.

სანამ წიწიბურა იხარშება მოამზადეთ ბოსტნეული.

კომბოსტო ყვავილედებად დააცალკევეთ, პრასი დაჭერით რგოლებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ კომბოსტო და პრასი. მზადების დასრულებადმე 3-5 წთ-ით ადრე დაამატეთ ისპანახი და მოასხით ლიმონის წვენი. მზა ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, შეურიეთ წიწიბურას და გემრიელად მიირთვით.

2
981
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
981
  
2013, 21 მარტი, 16:23
და ტუ გემრიელი არ გამოვიდა რა ვქნა:D:D:D
2013, 20 მარტი, 17:10
8 სთ დალბოლბას 20წუთი ხარშვა არ ჯობს|:დ
0 1 2