რელიგია ეს ძალიან ღრმა სურათია და აუცილებლად უნდა ნახოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ტანჯვას უწოდებს 2012, 6 ნოემბერი, 17:34 ჩემი აზრით, ეს ძალიან ღრმა სურათია და აუცილებლად უნდა ნახოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ტანჯვას უწოდებს. ბრძენთაგან ცნობილია: ''რაც არ გკლავს ის გაძლიერებს''-ო. * იმ ადამიანებმა, რომლებმაც ღირსეულად ატარეს თავიანთი ჯვარი, შეძლეს დაეძლიათ ცხოვრების გზაზე არსებული დაბრკოლება. უფლისაგან მოვლენილი გასაცდელი სწორედ სულის სიმტკიცისთვისაა საჭირო. თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს. (ლუკას სახარება) საკუთარი თავის უარყოფაში ამქვეყნიური კომფორტი იგულისხმება და არა პიროვნული მე. ადამიანმა, რომელმაც ''საკუთარი ჯვარი გადახერხა'' სწორედ იმ კომფორტისთვის, რომლის უარყოფასაც უფალი გვთხოვს, ვერ გააგრძელა სასუფევლისკენ მიმავალი გზა... მე ამ სურათს ასე ვხედავ, გთხოვთ თქვენც გამიზიაროთ თქვენი აზრები. ძალიან მაინტერესებს. დიდი მადლობა. 2422 9-ს მოსწონს
|