ნარკოლოგია მოწევა კლავს!!! 2012, 6 ნოემბერი, 12:10 თამბაქო ბევრი სახით გამოიყენება.არის ქვეყვები სადაც თამბაქოს ზოგი ნაწარმი მწვანე აფთიაქებსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მაღაზიებში იყიდება.მიუხედავად ამისა “თამბაქოს ნებისმიერი სახით გამოყენება მომაკვდინებელია", -ნათქვამია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.თამბაქო იწვევს არაერთ დაავადებას, მათ შორის კიბოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.გარდა ამისა, მწეველი დედები დიდ ზიანს აყენებენ ჯერ არ დაბადებულ ბავშვებს.რა სახით იღებენ თამბაქოს ნაწარმს?
ბიდი:ეს არის მოკლე ზომის, ხელით გადახვეული სიგარეტი, რომელიც ძირითადად აზიურ ქვეყნებშია გავრცელებული.ბიდი შეიცავს გაცილებით დიდი რაოდენობით კრუპს, ნიკოტინსა და ნახშირჟანგს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. სიგარა:ის გადახვეულია თამბაქოს ფოთოლში ან სიგარეტის ქაღალდში.სიგარა, როგორც მჟავის შემცველი ყველა სიგარეტი, მცირე რაოდენობით ტუტესაც შეიცავს.ამიტომ, ნიკოტინი მაშინაც მოხვდება თქვენს ორგანიზმში, თუ სიგარას არ მოუკიდებთ და მხოლოდ პირში ჩაიდებთ. კრეტეკი, ანუ სიგარეტი მიხაკის შემცველობით:კრეტეკი შეიცავს დაახლოებით 60% თამბაქოს ფოთლებს და 40% მიხაკის ფურცლებს.ის შეიცავს უფრო მეტ კუპრს, ნიკოტინსა და ნახშირჟანგს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. ჩიბუხი:სიგარეტის ჩიბუხით მოწევა ჯანმრთელობისთვის უვნებელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაშიც ავადდებიან კიბოთი თუ სხვა დაავადებებით. უკვამლო თამბაქო:ამაში შედის საღეჭი თამბაქო, ბურნუთი და სურნელოვანი თამბაქო, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოიყენება.ნიკოტინი სისხლში პირდაპირ ხვდება.უკვამლო თამბაქო ისევე მავნებელია როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. თამბაქოს მოსაწევი საშუალებები(ბონგი, ჰოოკაჰი, ნარგილე, შიშა):ამ მოსაწევი მოწყობილობების საშუალებით თამბაქოს კვამლი შესუნთქვამდე წყლის ჭავლით იფილტრება.თუმცა, გაფილტვრის პროცესი არ ამცირებს ტოქსინების რაოდენობას, რომლებიც შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს და საბოლოოდ ფილტვებში ხვდება!!!! ეს ჩემი აზრი არ არის და არც მოგონილია აქ არაფერი.ვისაც გსურთრომ თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას აუცილებლად მიიყვანეთ საქმე ბოლომდე და დაანებეთ თავი სიგარეტის წევას.ამი თ თვენც მიოგებთ და თქვენს გარშემო მყოფებიც.აბა თქვენ იცით გისურვებთ წარმატებებს... 699 5-ს მოსწონს
|