x
image
ლიზა
''მთვარე და ათლარიანი'' (ჩემი დაწერილი)
imageგაირბინა ბავშვობის წლებმა და მეც გავიზარდე...
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც 25წლის ვიყავი. ვიხსენებ იმ გასაოცარ ინციდენტს, რომელიც შემემთხვა...
დილა იყო, როდესაც ჩემი ბავშვობის მეგობარს შევხვდი შუა ქუჩაში.მან დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა, გადამეხვია და მითხრა:
-ბექა, როგორ გამიხარდა შენი ნახვა, დიდი ხანია ჩამოხვედიო...
მე და საბა ბავშვობის მეგობრები ვიყავით, მერე ისე მოხდა რომ მე საზღვარგარეთ მომიწია წასვლა, რათა კარგი საქმისთვის მომეკიდა ხელი და არ ჩავრჩენილიყავი საქართველოში მისი ქმედებების განსახორციელებლად.კარგად ვიცოდი მისი საქმიანობა, რომ ქურდობა და თაღლითობა იყო, ამაში ჩემი ჩათრევაც უნდოდა და ამიტომაც გავეცალე იქაურობას.ხუთი წელი საფრანგეთში ვიცხოვრე და საკმაოდაც გავმდიდრდი.შემდეგ გადავწყვიტე საქართველოს მონახულება.სწორედ იმ დღეს შევხვდი საბას.დიდი მოკითხვის შემდეგ მან თავისთან მიმიპატიჟა და მეც გავყევი.
სახლში რომ შევედით იქაურობა სიბინძურით იყო სავსე, აქა-იქ ცარიელი ღვინის და არყის ბოთლები ეყარა.მისაღებ ოთახში ტელევიზორი ხრიალებდა და იქვე მაგიდასთან ჩვენი ტოლი ორი ბიჭი იჯდა, რომლებიც კარტს თამამშობდნენ...მე შევედი და მივესალმე, მათ კი მკაცრი იერით შემომხედეს და მითხრეს:-მობრძანდით! მობრძანდით!
საბამ მათ ჩემი თავი წარუდგინა:- აი ბიჭებო ეს ის ადამიანია, რომ გიყვებოდით ხოლმე... და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არაფერი არ შეცვლილა, საბა ისევ თავის საქმიანობას ეწეოდა.
-''ძმაო, მომიგო ერთ-ერთმა მათგანმა, ძალიან კარგი საქმე გვაქვს, თუ გინდა დაგვეხმარე, მაგრამ იცოდე ეს ამბავი, რომ სხვის ყურამდე მივიდეს ჩემი ხელით გაგიხვრეტ შუბლს''... და იარაღი შუბლზე მომადო.
-დაწყნარდით, რა საქმეა მითხარით... საბამ მითხრა:
-დღეს დილით ჩვენი სახლის გვერძე ახალი მეზობლები გადმოსულან, ფულში ჩაქცეულები და მათი სახლის გეგმა უნდა შევადგინოთ, სეიფი მეორე სართულზეა.
-მე დაუფიქრებლად დავთანხმდი ...
-კარგი დაგეხმარებით რა უნდა გავაკეთო?... მათ მომცეს მითითებები და მეორე დღეს მათ გასაკვირად ძალიან კარგად გავართვი დავალებას თავი, მოვუტანე მთლიანი სახლის გეგმა და სეიფის კოდიც...
თავიდან გაოცდნენ, როგორ შეძელიო და მე ვუთხარი, რომ მთავარია მონდომება.
-ყოჩაღ!, ეს ნამდვილად პროფესიონალის დონეა, ჩვენი ძმა ხარ დღეიდან, მომიგო საბამ.
ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ სახლის გაქურდვა.ყველაფერი კარგად დავგეგმეთ და სწორედ იმ დღეს მივადექით ოჯახს, როდესაც არავინ არ იყო სახლში...კარი რომ გავაღეთ და სახლში შევედით საბამ შემომხედა და მითხრა:
-წამომყევი სეიფი მაღლა არის,
-არა შენ მარტო წადი მე აქ დაგელოდები, აქ ვიქნები რომ არავინ შემოვიდეს.
მანაც დამიჯერა და მეორე სართულზე ავიდა.მე იმწამსვე გავუჩინარდი...
ციხეში, რომ მივედი მის მოსანახულებლად მან უშვერი სიტყვებით გამლანძღა, ხოლო მე ვუთხარი:
-''ესაა შენი ძმობა არააააა!!!''
საქმე იმაში იყო, რომ ვისი სახლიც ''გავქურდეთ'', ჩემი სახლი იყო და მე ახალი მეზობელი, მან ეს ძალიან კარგად იცოდა და არ დამინდო, მისთვის მთავარი ფული აღმოჩნდა...მისი განმარტებით აიძულეს ამის გაკეთება, არადა ჩემი საზღვარგარეთ წასვლა იყო ამის მიზეზი, მან ვერ მაპატია რომ მივატოვე მისი საქმიანობა...
ჩემი ხელით მოვართვი სახლის გეგმაც და სეიფის კოდიც.ხოლო სეიფში ათლარიანი დავდე და ზედ დავაწერე: '' აჰა, ძმაო შენი იყოს, მთვარს დაანახე იქნებ მილიონად გადაიქცეს''... დავრეკე პოლიციაში და წავედი...
ასეთი იყო ჩემი ერთი დღე, რომელმაც შეცვალა მთელი მისი ცხოვრება და ჩემიც...მე ისვ საფრანგეთში წავედი და ახლა უკვე ცნობილი კაცი ვარ, ხოლო საბა ცნობილი ''ზონელი''.............
2
50
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
50
  
2012, 12 აპრილი, 21:27
მადლობა გაიხარე,აუცილებლად დავდებ სხვებსაც ...
2012, 12 აპრილი, 13:02
მაგარია უნიჭიერესი ხარ ჩემო კარგო :) ასე გააგრძელე მოვიხიბლე შენი შემოქმედებით, მოუთმენლად ველი ახალ ჩანაწერს :)
0 1 2