სხვა თქვენ შეძლებთ სიგარეტის მონობისგან განთავისუფლებას!!! 2012, 5 ნოემბერი, 13:42 “გამბედაობა მოიკრიბე და იმოქმედე".კიდევ რა უნდა გააკეთოთ რომ საბოლოოდ დაძლიოთ ეს მავნე ჩვევა?
დანიშნე დღე.ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამინისტრო (აშშ)მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს სიგარეტის გადაგდება, ურჩევს, რომ უახლოესი ორი კვირის მანძილზე დანიშნონ დღე და მას შემდეგ ერთი ღერიც არ მოსწიონ.თქვენ უფრო გაგიძლიერდებათ სიგარეტის გადაგდების სურვილი.კალენდარზე მონიშნეთ ეს დღე, უთხარით ამის შესახებ მეგობრებს, და რაც არ უნდა მოხდეს არ შეცვალოთ გადაწყვეტილება.
გააკეთეთ ჩანაწერები.შეგიძლიათ დაწეროთ ქვემოთ მითითებული პუნქტები ან დაამატეთ ისეთი რამ, რაც გაგიძლიერებთ მოტივაციას:
...რატომ ანებებათ თავს სიგარეტის მოწევას?
...მათი ტელეფონის ნომრები ვისაც მოწევის ცდუნების დროს დაურეკავთ. (და შეგიძლიათ თქვენც მოიფიქროთ ასეთი რაღაცეები.) ყოველთვის ხელთ გქონდეთ ეს ჩანაწერები და დღეში რამდენჯერმე გადაიკითხეთ.მაშინაც კი თუ გადააგდებთ სიგარეტს, მაგრამ მაინც მოგინდებათ მოწევა, გადაედეთ ამ ჩანაწერებს. მოერიდეთ ყველაფერს რაც მოწევას მოგანდომებთ.სანამ დღეს დანიშნავთ იმისთვის რომ აღარ მოსწიოთ, შეეცადეთ ნელ ნელა მოიშოროთ ძველი ჩვევები.მაგალითად, თუ დილით გაღვიძებისთანავე ეწოდით ერთი ან რამდენიმე საათი გადადეთ მოწევა.თუ სადილის დროს ან მის მერე ეწეოდით, შეეცადეთ აღარ მოსწიოთ.მოერიდეთ ისეთ ადგილებს სადაც მწეველები არიან.საკუთარ თავს შთააგონეთ:“აღარასდროს მოვწევ!''ეს შეგამზადებთ იმისთვის რომ დანიშ ნული დღიდან აღარ მოსწიოთ.თუ ასე მოიქცევით მალე ყოფილი მწეველი დაგერქმევათ. მოემზადეთ.დანიშნული დღისთვის მოიმარაგეთ სტაფილო, საღეჭი რეზინი, თხილეული და ასე შემდეგ.შეახსენეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომ დანიშნული დღე ახლოვდება და მათი დახმარება დაგჭირდებათ.თვალს მოარიდეთ სანთებელა, საფერფლე, სიგარეტი, რომელიც შესაძლოა გედოთ ტანსაცმლის ჯიბეში, მანქანაში, სახლსა თუ სამსახურში. მრავალმა “გაწყვიტა ურთიერთობა" თავის “ვერაგ მეგობართან" სიგარეტთან.თქვენც შეძლებთ ამას.უკეთესი ჯანმრთელობაც გექნებათ და სიგარეტსაც აღარ დაემონებით... 71 7-ს მოსწონს
|