სხვა როგორ გადავაგდოთ სიგარეტი? 2012, 5 ნოემბერი, 13:07 ![]() ასე შეიძლება აღვწეროთ სიგარეტისადმი ბევრი მწეველის დამოკიდებულება.რატომ არის რთული მოწევის მიტოვება?სპეციალისტებმა ამის რამდენიმე მიზეზი აღმოაჩინეს:1.თამბაქოს ნაწარმმა ისეთივე მიჩვევა იცის, როგორც კანონით აკრძალულმა ნარკოტიკებმა; 2.შესუნთქული ნიკოტინი ტვინამდე, სულ რაღაც შვიდ წამში აღწევს; 3.ძირითადად სიგარეტს ისეთივე სიხშირით ეწევიან, როგორი სიხშირითაც ჭამენ, სვამენ, საუბრობენ, ისვენებენ და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენადაც რთულად არ უნდა გეჩვენებოდეთ სიგარეტისგან თავის დაღწევა ეს შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა 1).მავნე ჩვევის დაძლევის ძლიერი სურვილი. “ამ ჩვევის დასაძლევად მწეველთა მთავარი კოზირი ძლიერი მოტივაციაა".ნათქვამია ერთ ერთ წიგნში. მარტივად რომ ვთქვათ თუ გსურთ თავი დაანებოთ მოწევას სულ მცირე ამის ძლიერი სურვილი უნდა გქონდეთ.რა გაგიძლიერებთ ამ ჩვევის დაძლევის სურვილს?პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი რამ შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში. დაგეზოგებათ ფული. მეტად ისიამოვნებთ ცხოვრებით. ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ. საკუთარი თავისადმი რწმენა შეგემატებათ. ოჯახის წევრები და მეგობრები მადლიერნი დაგრჩებიან. მაგრამ შეიძლება ეს არ აღმოჩნდეს საკმარისი.გაინტერესებთ? თუ გადაწყვეტთ რომ თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას მე გავაგრძელებ სტატიების წერას... ![]() 138 5-ს მოსწონს
|