სხვა ფობიები 2012, 4 ნოემბერი, 18:56
აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აკაროფობია — ფხანის შიში აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში. ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ . ალეკტოროფობია — ქათმების შიში ალლიუმფობია — ნივრის შიში ამბულოფობია — სიარულის შიში ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ. ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ . ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში ანთროფობია — ყვავილების შიში. ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში აპეიროფობია — სასრულობის შიში აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ . ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში . ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში. ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში. ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში. აუროფობია — ოქროს შიში აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში. აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ. ---------------------------------------------------------------------- ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — შიში მიკრობებისა და ბაქტერიების. ბაროფობია — გრავიტაციის შიში. ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი. ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი. ბოტანოფობია — მცენარეების შიში. ----------------------------------------------------------------------- გამოფობია — დაქორწინების შიში. გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში. გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი. გინოფობია — შიში ქალების მიმართ. გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში. ------------------------------------------------------------------------- დენდროფობია — ხეების სიში. დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში. დომატოფობია — სახლების, შენობების შიში. ------------------------------------------------------------------------- ელუროფობია — კატების შიში. ემეტოფობია — პირღებინების შიში. ენტომოფობია — მწერების შიში ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ. ესოფობია — სახლში ყოფნის შიში. ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში. ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში. -------------------------------------------------------------------------- ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ. ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში. -------------------------------------------------------------------------- ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება. -------------------------------------------------------------------------- იატროფობია — ექიმების შიში. -------------------------------------------------------------------------- კიბერფობია — კომპიუტერების შიში. კინოფობია — ძაღლების შიში. კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა. კოინონიფობია — ოთახების შიში. კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით). კლიმაკოფობია — კიბეებზე ასვლის შიში -------------------------------------------------------------------------- ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში. ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში. ლილაპსოფობია – ქარიშხალის შიში. -------------------------------------------------------------------------- მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში. მელანოფობია — შავი ფერის შიში. მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ. მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში -------------------------------------------------------------------------- ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში. ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში. ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში. ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში. ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში. -------------------------------------------------------------------------- ობესოფობია — წონაში მომატების შიში. ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში. ომბროფობია — წვიმის შიში. ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ. ორნითოფობია — ჩიტების შიში. ოფიდიოფობია — გველების შიში --------------------------------------------------------------------------- პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. პარასკავედეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია, ფრიგატრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის, პარასკევიდღის შიში. პედოფობია — ბავშვების შიში. პენტერაფობია --- სიდედრის შიში. პიროფობია — ცეცხლის შიში. პორფიროფობია — მეწამული ფერის შიში. პტერიდოფობია — გვიმრების შიში. --------------------------------------------------------------------------- რადიოფობია — რადიოაქტიურობის ან რეტგენის სხივების შიში. რანიდაფობია — ბაყაყების შიში. რუსოფობია — ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ. ---------------------------------------------------------------------------- სელაფობია — მკვეთრი ფერების შიში. სელენოფობია — მთვარის შიში. სინოფობია — ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ. სიფილოფობია — სიფილისით დაავადების შიში. სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება. სომნიფობია — ძილის შიში. სოციოფობია — შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის. სქოლიოფობია — სკოლის შიში. -------------------------------------------------------------------------- ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში. ტაქოფობია — სიჩქარის შიში. ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ. ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა. ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში. ტონიტროფობია — ჭექა–ქუხილის შიში. ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი. ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში. ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ. --------------------------------------------------------------------------- ფილოფობია — სიყვარულის შიში. ფობოფობია – ფობიების შიში. ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში. ფოტოფობია — სინათლის შიში. ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ. --------------------------------------------------------------------------- ქიონოფობია — თოვლის შიში. ქიროპტოფობია — ღამურების შიში. ქრომოფობია — ფერების შიში. ქრონომეტროფობია — საათების შიში. ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში. --------------------------------------------------------------------------- ცატოპტროფობია — სარკის შიში. ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ. ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი. -------------------------------------------------------------------------- ჰელიოფობია — მზის სხივის შიში. 462 5-ს მოსწონს |
მე წყაროზე წასვლაც მაგრა მეშინია ერთი ძაღლის გამო, რადგან ჩემ კლასელს უკბინა უმიზეზოდ. არადა ჩემს უბანში ბევრი ქუჩის ძაღლია
ჩემი ფობიაც ვიპოვე-კლაუსტროფობია