სხვა დაბრუნდება თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი "აქტიურ ჟურნალისტიკაში" 2012, 3 ნოემბერი, 15:30 უკვე რამდენიმე კვირაა, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს ავტორმა და წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "იმედი" საკუტარი გადაწყვეტილებით დატოვა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზეც გააკეთა განცხადება: "იმედის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დღისთვის რაც ერთად ვიმუშავეთ. წარმატებები ვუსურვო ყველა ახალ პროექტს! არხს და ყველა თანამშრომელს რომელიც იმედზე რჩება! ჩემს მაყურებელს კი მადლობა იმისთვის რომ იყო ჩემთან ერთად! მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა. შეიძლება დავარქვათ მორალური ვალდებულებაც! მეყოველთვის გამეხარდება ამ არხის წარმატება:)ნ მოგვიანებით ნანუკა "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ჟიურიდანაც გაქრა და მისი ადგილი მარინა ბერიძემ დაიკავა...“იმედის ახალი ხელმძღვანელების გადაყვეტილებით ვარსკვლავების ჟიურიშიც აღარც უნდა ვიჯდე!:)” 1230 6-ს მოსწონს
|