x
image
NIKOLAISHVILI
ლევან გაჩეჩილაძის შვილს ათავისუფლებენ
image

გიორგი გაჩეჩილაძეს ბრალად ედება ხულიგნობა. წარდგენილი ბრალდების თანახმად: 2012 წლის 27 ოქტომბერს გიორგი გაჩეჩილაძემ გრიბოედოვის ქ. N 34-ში მდებარე კაფე ”გალერეას” მიმდებარე ტერიტორიაზე წამოიწყო ჩხუბი, ამავე კაფის თანამშრომლების მიმართ. მან ჩხუბის დროს გამოიყენა დანა, აღნიშნული ქმედებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.


თბილისის საქალაქო სასამართლომ, ლევან გაჩეჩილაძის შვილისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.


“სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ გ. გაჩეჩილაძეს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სასაჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება, ასევე სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდა გამოძიებას, წარსულში არ არის ნასამართლევი და გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”, - ნათქვამია განცხადებაში.



სასამართლომ, დააკამაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ გიორგი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება პატიმრობიდან.

2
109
10-ს მოსწონს
ავტორი:NIKOLAISHVILI
NIKOLAISHVILI
109
  
2012, 8 ნოემბერი, 17:20
:)))))))))))))))))))))))))))
2012, 3 ნოემბერი, 13:27
+++++
0 1 2