კონფლიქტები რუსეთი ევროკავშირს ემუქრება 2012, 2 ნოემბერი, 16:11 შესაძლოა, თავდაპირველად უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება მიიღონ "აღმოსავლეთის პარტნიორების" ქვეყნებმა, ანუ უკრაინამ, მოლდოვეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ.
რუსეთი არ კმაყოფილდება იმით, რომ ევროკავშირი უიოლებს რუსეთის მოქალაქეებს ვეროპაში შესვლის პროცედურას.
რუსეთი ავალდებულებს უცხოური ავიაკომპანიების პილოტებს, მიიღონ ვიზები მიმდინარე წლის ნოემბრიდან, თუკი მანამდე ევროკავშირი ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები გაიოლებული სავიზო რეჟიმით ისარგებლებენ.
ამჟამად ევროკავშირი მზად არის, გაამარტივოს ვიზების მიღება გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებისთვის. ესენი არიან: პილოტები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, ოფიციალური დელეგაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
საქართველო, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან სავიზო შეზღუდვების გაუქმება დიდ სარგებელს მოუტანს კავკასიურ რესპუბლიკას: თბილისის კონტროლგარეთ აღმოჩენილი რეგიონები - აფხაზეთსა და ოსეთის მცხოვრებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ რუსეთის პასპორტები, დამატებითი საბაბი გაუჩნდებათ, საქართველოს პასპორტიც მიიღონ. 301 7-ს მოსწონს
|