სხვა ზოდიაქოს ნიშნები და მათთვის სასურველი სპეციალობები 2012, 2 ნოემბერი, 2:10 ზოდიაქოს ნიშნები ბევრ რამეს გვეუბნევიან ადამიანის შესახებ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის თვისებების, გარეგნობის და მრავალი სხვა ინფორმაციის გაგება. ამჯერად ჩვენ ზოდიაქოს ნიშებსა და პროფესიებზე ვისაუბროთ. ზოდიაქოს ყველა ნიშანს რომელიმე პროფესიისკენ აქვს მიდრეკილება და თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ პროფესია არჩეული ან გინდათ სხვა პროფესიას დაეუფლოთ ეს ინფორმაცია ვფიქრობ დაგეხმარებათ. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის საუკეთესოა მაგალითად, სპორტსმენის, კასკადიორის ან მძღოლის პროფესია; ან კიდევ სპეციალობები, რომლებიც სამხედრო უნარს მოითხოვს - პოლიციელი, პირადი მცველი, სამხედრო პირი; ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ ლიდერის თვისებები. კურო - ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს წარმატებას მოუტანს საფინანსო სფეროში საქმიანობა ის შეიძლება იყოს წარმატებული ბუღალტერი, ეკონომისტი, ბანკის თანამშრომელი; აგრეთვე კარგი მაკლერი, არქიტექტორი, ინჟინერი ფლორისტი, აგრონომი, ბიოლოგი, ზოოტექნიკოსი, ლანდშაფტის დიზაინერი. ტყუპი - ტყუპისთვის სასურველია (რეკლამის მენეჯერი, პრომოუტერი) და კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებული პროფესიები თარჯიმანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ასევე კარგი პროფესიებია: სამორინეს თანამშრომელი, მოცეკვავე, ილუზიონისტი, ლინგვისტი, ჟურნალისტი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, მწერალი. კირჩხიბი - კირჩხიბს ის სფერო მოუტანს წარმატებას, სადაც საჭიროა წარმოსახვა და ფანტაზია - მაგალითად, პროფესიები: მწერალი, არტისტი, მხატვარი, კომპოზიტორი. ტრადიციებისა და ადათ-წესების დაცვასთან დაკავშირებული პროფესიები - ისტორიკოსი, მუზეუმის თანამშრომელი. კირჩხიბისთვის წარმატებული იქნება სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის სფეროში მუშაობა. ლომი - ლომს მუდამ ლიდერობა სურს ამიტომ მას ისეთი პროფესია შეეფერება, რომელიც ადამიანების მართვის და საჯარო გამოსვლების შესაძლებლობას მისცემს - პარტიის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრატორი, პედაგოგი, საელჩოს თანამშრომელი, რეჟისორი, პროდიუსერი; ლომს იზიდავს ისეთი საქმიანობებირომლებიც ფუფუნების საგნების შექმნასთან არის დაკავშირებული - ოქრომჭედელი, ძვირფასეულობის ექსპერტი, დიზაინერი. ქალწული - ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეეფერებათ შემდეგი პროფესიები - ექიმი, მედდა, ფარმაცევტი, ლაბორანტი, ოფიციანტი, ბორტგამცილებელი, სოციალური მუშაკი, დიეტოლოგი, კოსმეტოლოგი, პარიკმახერი;ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სტატისტიკა, ბუღალტერია. სასწორი - სასწორს ყველაზე მეტად ხელოვნების სფეროსკენ მიუწევს გული. ამიტომ მისგან გამოდის კარგი ხელოვნებათმცოდნე, დეკორატორი, მხატვარი, კომპოზიტორი, მსახიობი, დიზაინერი, სტილისტი. მისთვის არა მარტო ხელოვნება არამედ ისეთი სპეციალობებიც მიმზიდველია რომლებიც საზოგადოებასთან კონტაქტს ეხება მაგალითად - ოჯახური საკითხების კონსულტანტი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი. მისთვის ასევე წარმატებული იქნება იურისპრუდენციის სფეროში მოღვაწეობა (ადვოკატი, იურისტი, ნოტარიუსი, დიპლომატი, მოსამართლე). მორიელი - ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყველაზე მეტად შეეფერება - ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მეცნიერი, გრაფოლოგი, გენეტიკოსი, ასტროლოგი, კრიმინალისტი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, გინეკოლოგი და სექსოლოგი. მშვილდოსანი - ამ ნიშნისთვის საუკეთესოა პედაგოგის, ფილოსოფოსის, თეოლოგის, აგრეთვე იურისტის პროფესიები. უყვართ მოგზაურობა და მასთან დაკავშირებული პროფესიები მოსწონთ - თარჯიმანი, ლინგვისტი, ტურიზმის მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი. თხის რქა - ეს ნიშანი თავის ნიჭს ავლენს ზუსტ მეცნიერებებში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში. მას იზიდავს შემდეგი სპეციალობები (ბუღალტერი, გადასახადების ინსპექტორი, ადმინისტრატორი). ზოგადად ის პროფესიები იზიდავს რომლებიც ანალიზს საჭიროებენ.თხის რქას წარმატებას მოუტანს მშენებლობის სფეროს პროფესიები - არქიტექტორი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ლანდშაფტის დიზაინერი. მერწყული - ამ ნიშნისთვის საუკეთესოა ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებული პროფესიები (პროგრამირება, ვებ-დიზაინი); ასევე, კოსმონავტიკის, სატელევიზიო და სიტუაციების პროგნოზირების სფეროების სპეციალობები - ანალიტიკოსი, მეტეოროლოგი, ასტროლოგი, ფსიქოლოგი. ტელეჟურნალისტი, რეჟისორი და სცენარისტი. თევზები - ტავდადება და ძალების სრული დახარჯვაა მათი მოწოდება ამიტომ კარგი პროფესიებია- ექიმი, მედდა, სანიტარი, აღმზრდელი, სადაზღვევო აგენტი. მას ასევე, წარმატებას მოუტანს ზღვასთან დაკავშირებული საქმიანობაც (ოკეანოლოგი, დელფინოლოგი, მეზღვაური). თევზებისთვის წარმატების მომტანი იქნება ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროებიც. 730 1-ს მოსწონს
|