თავის მოვლა იოგა – უსმინე საკუთარ თავს 2012, 1 ნოემბერი, 19:14 იოგა ყველაზე ძველი და ერთადერთი ბუნებრივი საშუალებაა ადამიანის ჯანმრთელობის სისტემის შესანარჩნუნებლად და შიდა მდგომარეობის გამოსამჟღავნებლად. იოგა – ეს არის ვარჯიშების კომპლექსი, პირველ რიგში მისი მიზანია თქვენს თვით შეგნებაში ჰარმონიის შეტანა, სულის სიძლიერისა და სიმშვიდის განვითარება, ამ ყველაფრის შედეგად გაიზრდება სხეულის მოქნილობა, სიმტკიცე, ენერგია, ორგანიზმის გაახალგაზრდავდება. იოგას ვარჯიშები ისეთივე ეფექტურია კალორიების დაწვის თვალსაზრისით როგორც ოც წუთიანი სირბილი.იოგა დაგეხმარებათ რომ მოუსმინოთ საკუთარ თავს, განავითაროთ თქვენი შინაგანი შესაძლებლობები და უნარები და ასევე გამოიმუშავოთ ნებისყოფა... შეგვიძლია გამოვყოთ იოგას შემდეგი სასარგებლო თვისებები: • სძენს სხეულს ენერგიას. • ტონუსში მოჰყავს მთელი ორგანიზმი. • სხეულს ხდის ძლიერსა და მოქნილს. • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. • აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებას. • აუმჯობესებს შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციონირებას. • საუკეთესო საშუალებაა სხეულის მოხრილობის, ხერხემლისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ. • საუკეთესო საშუალებაა დაღლილობის მოხსნის, აგრეთვე დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვისთვის. იოგა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ და გირჩევთ რომ მისით დაკავდეთ შეძლებისდაგვარად...დამიჯერეთ ნამდვილად არ ინანებთ. თავიდან მაინც აჯობებს სპეციალისტს მიმართოთ...აი შემდეგ კი დამოუკიდებლადაც მშვენივრად შეძლებთ თავის გართმევას. 67 3-ს მოსწონს
|