x
image
CAMEL
სამწუხაროდ საქართველოს ხაზინის ანგარიშზე მხოლოდ 260 მილიონი ლარია

image

საქართველოს ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ხადურმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ დღეისათვის საქართველოს ხაზინის ანგარიშზე არის მხოლოდ და მხოლოდ 260 მილიონი ლარი. ბატონმა ხადურმა აგრეთვე განაცხადა ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროში ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან იხარჯებოდა ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის თანხები, არამიზნობრივად და ყოვლად გაუმართლებლად და ძალიან დიდი თანხები არის გაფლანგული. რაში იხარჯებოდა ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის, ესოდენ დიდი თანხები, არავინ იცის და ყველაფერ ამას გამოიკვლევენ და გაარკვევენ შესაბამისი ორგანოები და პროკურატურა, განაცხადა ბატონმა ხადურმა. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, აქამდე ფინანსთა მინისტრს ჰყავდა 8 მოადგილე, ამჟამად კი 8-ის ნაცვლად ეყოლება ოთხი მოადგილე, მაგრამ გაიზრდება და გაფართოვდება ფინანსთა მინისტრის კურირების სფეროები და მის ვალდებულებებში და მოვალეობებში შევა აგრეთვე: შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა აკადემიის და დავების საბჭოს კურირება.
ბატონმა ხადურმა აგრეთვე განაცხადა ისიც, რომ მათ გუშინწინ შესძლეს 33 მილიონი ლარის ოდენობის თანხის მობილიზება და აღნიშნა რომ ეს კარგი მაჩვენებელია.
იმედი ვიქონიოთ რომ ბატონი ნოდარი შესძლებს "გონივრულ ვადებში" ამ გაღატაკებული და გაფლანგული ხაზინის შევსებას და შემდგომ მის გონივრულად გამოყენებას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ !


5
145
12-ს მოსწონს
ავტორი:CAMEL
CAMEL
145
  
2012, 3 ნოემბერი, 22:40
მადლობა :)
2012, 2 ნოემბერი, 11:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 1 ნოემბერი, 11:51
ხო რომ კითხო მერაბიშვილს 2 მილიარდიაო.. თქვენი დროც დადგა და ნახავთ ვირის აბანოს ყველანი:)))
2012, 1 ნოემბერი, 6:15
N.Tsi-A.Tskh
0 1 5