სიახლეები სიგარეტზე უარის თქმა სიცოცხლეს საშუალოდ 10 წლით ახანგრძლივებს. 2012, 31 ოქტომბერი, 22:03 ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 1940 წელს დაბადებული მილიონზე მეტი ქალის ბიოგრაფია. მასშტაბური ექსპერიმენტი 12 წელი ტარდებოდა. თავიდან 1996 წელს ექსპერიმენტის მპნაწილეებს შესთავაზეს ანკეტის შევსება სადაც უნდა მოეყვანათ ინფორმაცია მათი ცხოვრების წესის შესახებ. მკვლევარები მათ იგივე თხოვნით ყოველ 3 წელიწადში მიმართავდნენ. მონაწილეთა შორის 20% აქტიური მწეველი იყო, 28%-მა განაცხადა რომ მოწევაზე უარი თქვა, ხოლო 52%-ს არასოდეს მოუწევია სიგარეტი. 2011 წლისათვის 66 ათასი მონაწილე გარდაიცვალა. მონაცემთა დამუშავებისას გაირკვა, რომ მწეველები უფრო ხშირად კვდებოდნენ ვიდრე არამწეველები, ან ადამიანები, რომლებმაც მოწევაზე უარი თქვეს. გარდა ამისა ასევე მნიშვნელოვანია თუ რა ასაკში თქვეს ადამიანებმა უარი მოწევაზე. ასე მაგალითად ქალბატონები, რომლებმაც მოწევას თავი 30 წლის ასაკში დაანებეს უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ ვიდრე ქალბატონები, რომლებმაც მოწევას თავი 40 წლის ასაკში დაანებეს. მწეველთა შორის გაზრდილი სიკვდილიანობა ძირითადა გამოწვეული იყო დაავადებებით, რომლებიც მოწევის შედეგად ჩნდება, მაგალითად ფილტვების კიბო. 80 1-ს მოსწონს
|