კონფლიქტები მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი მაფიები 2012, 31 ოქტომბერი, 17:28 მსოფლიოში არის მაფიოზური კლანები, რომელებიც სხვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოლიოს 10 უძლიერეს მაფიას.
10. იამაიკური-ბრიტანული მაფია (Yardies ბანდა) იამაიკურ-ბრიტანული მაფია აკონტროლებს იარაღისა და ნარკოტიკის უკანონდ ყიდვა-გაყიდვის ბიზნენსს, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ინგლისში გადავიდნენ. ბრიტანული პოლიცია ვერ ახერხებს მათ დადანაშაულებას ორგანიზებულ დანაშაულში, რადგან უმეტეს შემთხვევაში ფრთხილად მოქმედებენ, ასევე არც არიან სხვა მაფიებთან შედარებით ძლიერნი. 9.ალბანური მაფია ალბანეთის მაფია არის ჩართული მონათვაჭრობაში, ალკოჰოლისა და თამაბაქოს უკანო გაყიდვაში, პროსტიტუციასა და ავტო ქურდობებში. მათ ხელი მიუწვდებათ ამერიკასა და ბრიტანეთში. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით. 8.სერბული მაფია სერბეთის მაფიამ იპოვა თავისი ადგილი მსოფლიო მაფიის მოწინავე რიგებში, რადგან ის მუშაობს ათობით ქვეყანაში და ამ საქმიანობას წარმატებით უძღვება. ის უკავშირება ნარკობიზნესს, დაქირავებულ მკვლელობებს, ყაჩაღობებს და სახლების მსხვილ ძარცვებს. მათი რიგებიდან ინტერპოლით იძებნება 350 ადამიანი, რომლებიც ხშირად უკავშირდებიან მსოლიოში უმსხვილეს ნარკოვაჭრობებს. ისინი გამოირჩევიან სწრაფად კვლით. სერბულ მაფიას ჰყავს დაახლოებით 30-40 დაჯგუფება. 7.ისრაელის მაფია მათი ძირითადი საქმიანობა არის ნარკობიზნესი და პროსტიტუცია. ისინი მრავალ ქვეყანაში წარმატებულად ასრულებენ საკუთარ საქმიანობას. ძირითადად მუშაობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსულ მაფიასთან ერთად და "აკონტოროლებენ" ამერიკის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. 6.მექსიკური მაფია მექსიკური მაფია ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი მაფია ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 50-იან წლებში. მექსიკურ მაფიას მსოლიოს მრავალ ციხეში აქვს ფესვები გადგმული და ამის საშვალებით მრავალ ციხეს აკონტროლებს. მისი ძირითადი საქმიანობა გამოძალვა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაა. ისინი გამოირჩევიან სწრაფი და სისხლიანი მკვლელობებით. 5.იაპონური იაკუძა იაპონიის იაკუძას ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ მათთვის საამაყოც, რადგან ისინი ამ ისტორიით ამაყობენ, მათი ჩამომაყალიბელი ფლობდა მხოლოდ ერთ ხმალს, რომელიც მისი ღირსება იყო და სწორედ ამ ხმალით დაიწყო მან "სამართლიანი" ბრძოლა, რომელიც მათი ჩამოყალიბების მიზეზი გახდა. დღესდღეობით იაკუძას რიგებში 100 000 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 20 000 მრძოლელი ამერიკის მოქალაქეა. მათი ძირითადი საქმიანობაა აკრძალული პორნოგრაფიული მასალების გამოქვეყნება ამერიკასა და ევროპაში, პროსტიტუცია და არალეგალური იმიგრაციაა. 4.ჩინური ტრიადა იმასთან ერთად, რომ ჩინეთი სწრაფად ამყარებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან , ამასვე აქვს თავისი უარყოფითი თვისებები, რომელიც გამოიხატება ჩინური ტრიადის გააქტიურებით, რომელიც სხვა ქვეყნებშიც იკავებს წამყვან პოზიციას სხვა მაფიებისგან განსხვავებით. ტრიადას სიძლიერე გამოიკვეთა მაშინ, როდესაც მან იაპონურ იაკუძას 50%-იანი წილის მოცემა აიძულა ყველა უცხოეთში ჩადენილ დანაშაულზე. 3.კოლუმბიური მაფია კოლუმბიური მაფია მსოფლიოში უმსხვილესი ნარკო მომწოდებელია. ის ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 60-იან წლებში და აქედან მოყოლებული ხელისუფლება ცდილობს მათ დამორჩილებას, მაგრამ ეს დღემდე მიუღწეველია მათთვის. 2.სიცილიურ-ამერიკული მაფია კოზა ნოსტრა მათი ისტორია ძალიან ძველია და მოდის 13-ე საუკუნიდან, რომელიც ჩამოყალიბდა კუნძულ სიცილიაზე, რომლებიც აკონტროლებდნენ მეკობრე გემებს და წილს იტოველბდნენ მათი ნაძარცვიდან. 19-ე საუკუნიდან მათ ჩამოაყალიბეს პატარა რაზმები, რომელბიც გადანაწილდნენ ამერიკასა და სიცილიაში. მათი ძირითადი საქმიანობაა კონტრაბანდა იარაღის, სიგარეტისა და ალკოჰოლის, პროსტიტუცია, ტრეფიკინგი. 1.რუსული მაფია რუსული მაფია შედგება 500 000 ადამიანისგან. მათი ბოსი რუსეთის ეკონომიკის 70%-ს აკონტროლებს, პროსტიტუცია მაკაოსა და ჩინეთში, ნარკოტიკებს ასაღებს და ტრეფიკინგს აწარმოებს ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, ფულს ათეთრებს კვიპროსში, ისრაელში, ბელგიასა და ინგლისში, მანქანების ქურდობა და ბირთვული მასალების ტრეფიკინგი კი გერმანიაში ხდება. ზოგიერთი მონაცემის თანახმად რუსული მაფია მოქმედებს 50 ქვეყანაში და მათი ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. 7234 6-ს მოსწონს
|