სისხლის სამართალი
სამართალდამცველებმა გიორგი გაჩეჩილაძე დააკავეს
2012, 31 ოქტომბერი, 14:06
სამართალდამცველებმა გიორგი გაჩეჩილაძე დააკავეს. როგორც იცით გიორგი ლევან გაჩეჩილაძის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გაჩეჩილაძეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს შემდეგს - ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებას. ინციდენტი მოხდა 27 ოქტომბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში". ჩხუბის დროს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, ირაკლი ცინდელიანი, დაიჭრა.