x
image
ტოპი
გამოჩნდება თუ არა ვიდეო კადრები, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით?
image1 ოქტომბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც გაირკვა პროცენტული მაჩვენებლები პოლიტიკური მხარეების, მას მერე რაც დადგინდა გამარჯვებული პარტია. ხალხში იმედი გაჩნდა, სამართლის აღზევების, თვალებიდან გამოხედვის ამ ყველაფერზე მეტყველებს ისიც რომ გაიმართა გაფიცვების სერიები თითქმის ყველა სახელმწიფო სამსახურში მათი მოთხოვნა კი სრულიად ლოგიკური იყო, ხელფასის მომატება ცხოვრების პირობებისგან გამომდინარე და მუშა ხელის ელემენტარულად ჰიგიენურად მოვლა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ საოცარი წნეხისაგან განთავისუფლდა საზოგადოება, რათქმაუნდა ამ თემებს შორის ყველაზე აქტუალურად გამოიკვეთა ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული მკვლელობა თუ ტრაგიკული შემთხვევა . სრულიად საქართველოს მოსახლეობა ელოდება სიმართლის გარკვევას და ყველა დამნაშავის უმაღლესი სასჯელით დასჯას. იწერება უამრავი სტატია ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავი მითქმა მოთქმაა საზოგადოებაში ათასი ჭორი დადის და უკვე ვეღარ გაიგებ რეალურად რა ხდება. მაგრამ ფაქტები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდა რომ გამოიძიოს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზები და შესაბამის შემთხვევაში დაისაჯოს კიდეც ყველა ის ადამიანი ვისაც გარკვეული ბრალეულობა დაუმტკიცდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაში.

პროკურატურა დაკითხავს ყველა იმ ადამიანს ვისაც კი ოდნავ შეხება ქონდა იმ დღეს და არამარტო გარდაცვალების დღეს . სავარაუდოდ არსებობს მოწმე რომლის მტკიცებითაც დაინახა თუ როგორ შეიტანეს მიცვალებული საბურთალოს #53-ში . სავარაუდოდ მოწმე კი უახლოესი მეზობელია, ყველაზე სამწუხარო ამბავი კი შესაძლოა ის იყოს რომ შესაძლებელია ეს გვამი სწორედაც რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვლილი ნეშთი ყოფილიყო.


----------------------------------------------------------------------------------------

ბატონი გოგა ჟვანია:ველი, რომ მნიშვნელოვანი მოწმეები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და ახალი ინფორმაციებიც გამოჩნდება. არც ვიდეოკადრების არსებობას გამოვრიცხავ.



გარკვევით არის პასუხი გაცემული ბატონი გოგა ჟვანიას მიერ რომ არ არის გამორიცხული არსებობდეს ვიდეო კადრები, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის არსებობს თუარა ეს კადრები.

1
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
126
  
2012, 31 ოქტომბერი, 14:03
ხალხი თვითონ ქმნის ლეგენდებს....მასე იყო გამსახურდიაზეც.
0 1 1