ტექნოლოგიური სიახლეები სუპერ-კომპიუტერების ერა 2012, 31 ოქტომბერი, 9:36 მერემდენედ ავღნიშნე უკვე და თქვენც თვალნათლივ ხედავთ, რომ მსოფლიო იზრდება ახალ-ახალი ტექნოლოგიების გამოგონებითა და შექმნით.
არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ეს "დიდი“ პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც რომ შეეხო კერძოდ, შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტმა ახლახან შექმნა მეცნიერული სუპერ-კომპიუტერების ერა, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია “ტიტანი".
სისტემას შეუძლია 20 000ტრილიონი გამოთვლა გააკეთოს წამში, ეს იგივეა, რაც დედამიწაზე მცხოვრებ 7მილიარდ ადამიანს წამში 3 მილიონის გამოთვლის განხორციელება შეეძლოს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი გამოგონების ნიმუში “ტიტანი" 10-ჯერ მძლავრი იქნება, ვიდრე დღეს არის “იაგუარი".
ასევე “ტიტანს" შეეძლება უპრეცენდენტო კომპიუტერული ძალა უზრუნველყოს ენერგიის კვლევებში, კლიმატურ ცვლილებებში და ა.შ. 86 2-ს მოსწონს
|