პოეზია ''სადა ხარ ჩემო პალიკო'' 2012, 31 ოქტომბერი, 1:11
ნაცმოძის საფლავს ვეძებდი, არ იყო, მთლად გამქრალიყო, მე მაინც თვალს ვაცეცებდი - სადა ხარ ჩემო პალიკო? შეიფრთხიალა პავლიკმა, უგვანი ბაგე შეაღო, კითხვაზე - ენა დაგიტკბა? აღმოხდა - დიახ, დიახო. სულგანაბული აკუნა სოროში მიკუნჭულიყო, ვკითხე - მეგეწო ტაკუნა? არჩია გალურსულიყო. ხასიათგანაფუჭები სიფათი ჰქონდა გიგილოს, სილურჯით მისი ტუჩები, გასჯიბრებოდა ღიღილოს. გასცუდებიათ კრებული ეშმაკებსა და ჭინკებსა, დაგირჩით მონატრებული მაგათ წაწყმედილ დინგებსა. აწ კამერებში განაგრძონ თავისი ბილწი ბოდვები და კამერული მუზიკით მოინანიონ ცოდვები. --------------------- ექსკლუზიურად კობა ჭუმბურიძე 162 9-ს მოსწონს
|