x
image
dasavleti
''სადა ხარ ჩემო პალიკო''
მიშა

ნაცმოძის საფლავს ვეძებდი,
არ იყო, მთლად გამქრალიყო,
მე მაინც თვალს ვაცეცებდი -
სადა ხარ ჩემო პალიკო?
შეიფრთხიალა პავლიკმა,
უგვანი ბაგე შეაღო,
კითხვაზე - ენა დაგიტკბა?
აღმოხდა - დიახ, დიახო.
სულგანაბული აკუნა
სოროში მიკუნჭულიყო,
ვკითხე - მეგეწო ტაკუნა?
არჩია გალურსულიყო.
ხასიათგანაფუჭები
სიფათი ჰქონდა გიგილოს,
სილურჯით მისი ტუჩები,
გასჯიბრებოდა ღიღილოს.
გასცუდებიათ კრებული
ეშმაკებსა და ჭინკებსა,
დაგირჩით მონატრებული
მაგათ წაწყმედილ დინგებსა.
აწ კამერებში განაგრძონ
თავისი ბილწი ბოდვები
და კამერული მუზიკით
მოინანიონ ცოდვები.

კობა ჭუმბირიძე












---------------------


ექსკლუზიურად

კობა ჭუმბურიძე

4
162
9-ს მოსწონს
ავტორი:dasavleti
dasavleti
162
  
2012, 5 ნოემბერი, 13:46
საინტერესოა
2012, 31 ოქტომბერი, 19:09
კააააარგ
2012, 31 ოქტომბერი, 17:22
:D:D გაიხარე. ძალიან ვიცინე.. კარგი იყო
2012, 31 ოქტომბერი, 13:47
მაგარია :D+++++++++++++++++++++++++++
0 1 4