x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ნათელაშვილის 22 ყველაზე პოპულარული ფრაზა
image1)ჩვენმა მთავრობამ არ იცის, რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობაში ფულს გადაგვახდევინებდნენ.


2)ნაძალადევის რაიონში იმხელა ორმოებია გზებზე, ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადაახტება.

3) როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოო.


4)დავით აქუბარდია: ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა.


5) შალვა ნათელაშვილი: კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა.
(არადა, აკაკიმ ეს სიტყვები ილიას გასვენებაში თქვა)



6) მწოლიარე ინსპექტორები მოგვიჩინეს გზებზე", - თქვა ერთ-ერთ გადაცემაში ნათელაშვილმა გზებზე სიჩქარის შემზღუდავი ბამპების შესახებ.


7) ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესკლასით რომ დაფრინავენ, რა ჰგონიათ, წინ რომ იჯდებიან, პირველები ჩავლენ თუ რა?


8) ნორმალური ორგანიზმები განაყოფიერებით მრავლდებიან, "მოქალაქეთა კავშირი" კი ბაქტერიებივით დაყოფით მრავლდება.


9) წავიდა ნატო და მივდევთ ყვირილით ”დეიდა ნატო, დეიდა ნატოო.


10)მიხეილ სააკაშვილზე: დადის აქეთ-იქით და დაათრევს იმ ტრიბუნას სარკოფაგივით.


11) თბილისში ხუთი თვითმფრინავი რომ დასვა ერთდროულად, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა.


12) მიშამ ათასკაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ.


13) როგორც პატარძალს არ ასცდება პირველი ღამე, ისე მიშას გადადგომა.


14) რას შევარდა პარლამენტში აბორიგენთა ტომის ბელადივით.


15) სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს.

16) ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოში.


17) ახლა თქვენ გჯერათ, რომ დუშეთში მოიგო ვალოდია ჯინჭარაძემ, რადიატორთან რომ ზის და შალვა ნათელაშვილმა წააგო?


18) ეგ ირმის კი არა, ჯორის ნახტომია.


19) ქართველი შუშანიკის წამების ისტორია ამოიღო ლომაიამ სასწავლო პროგრამიდან.

20)დაღლილი ვირი - ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრობის დროს.


21)ბუხრიდან ჩამოვარდნილი მაჯლაჯუნა - ეროსი კიწმარიშვილი.


22)აჭარელი ლუი დე ფიუნესი - კობა ხაბაზი.

9
744
5-ს მოსწონს
ავტორი:გიო-გურულო
გიო-გურულო
744
  
2013, 29 მაისი, 4:19
ხოო შალვა რომ არ გვყავდეს ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდაა !! DDD
2012, 19 დეკემბერი, 13:27
მაგარი კაცია. პირპილმოყრილი იუმორი აქვს.
2012, 13 ნოემბერი, 19:56
შევეცდები კიდევ შემოგთავაზოთ მსგავსი სტატიები.
2012, 10 ნოემბერი, 15:31
ავტორს მადლობა.ძლივს არ წავიკითხე რაღაც სახალისო???ჯამრთელი კენგურუუუუუუუუ.მოვკვდი სიცილით
2012, 10 ნოემბერი, 15:29
მაგარი იყოოოო.ბევრი ვიხალისე...
2012, 4 ნოემბერი, 15:45
"დაუნ ვი დიქტეიტე"
2012, 4 ნოემბერი, 10:32
მართლაც მაგარი "ეგსტრავაგანტული" :D :D კაცია. აი მე კი საერთოდ არ ვყოფილვარ არჩევნებზე
2012, 3 ნოემბერი, 20:41
:D რეკაშეტია იმენა, ყველაზე მეტად მევასება შალვა მაგრამ ბოდიში ხმა 41-ს მივეცი არ გაგიტყდეს რა:D
2012, 31 ოქტომბერი, 13:46
:D:D ყველაზე კაცი:D
0 1 9