სხვა ყველაზე პატარა ბავშვი იწონის 2.5 კილოგრამს 2012, 30 ოქტომბერი, 21:10 ყველზაე პატარა ბავშვი წარმოშობით არის ჩინეთიდან. ამ ბავშვმა შეძრა მთელი მსოფლიო, როცა აღმოჩნდა, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვი. ეს პატარა გოგონა ცხოვრობს დედამისთან ერთად ჩინეთის ერთერთ ქალაქში. ამ გოგოს სიმაღლე სულ რაღაც 54 სანტიმეტრია და წონა 2.5 კილოგრამი. როცა ის დაიბადა იწონიდა 1 კილოგრამს და გახდა მეოთხე ბავშვი მსოფლიოში, რომელიც გადარჩა ესეთი კრიტიკული წონით. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას მის სიმაღლეს ის ჩვეულებრივი ნორმალური ბავშვია და ასევე უყვარს თამაში სათამაშოებთან და სხვა ბავშვებთან ერთად გართობა. ეს ბავშვი ქონდრის კაცად არ ითვლება, რადგან ხელებიც და ფეხებიც სიმეტრიულია თავის პატარა ტანისათვის. ექიმები იძახიან რომ ეს ყველაფერი იშვიათი გენეტიკური მუტაციის ბრალია, მაგრამ ექიმები ვერ იძახიან მომიმატებს თუ არა სიმაღლეში გოგონა. 107 10-ს მოსწონს
|