x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გიორგის შეეშალა, უკნიდან მიეპარა და ლიზას ნაცვლად ელენეს და მოეხვია"
image
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ უნიჭიერესი მსახიობი გიორგი შავგულიძე გენიალურმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა აღმოაჩინა – შემთხვევით, მდინარეში ყვინთვის დროს შეამჩნია და თბილისში რომ გადმოვიდა სამუშაოდ, გიორგიც თან წამოიყვანა. როგორც მათი კოლეგები ყვებოდნენ, კოტე მარჯანიშვილს გიორგი შავგულიძე ძალიან უყვარდა.

სწორედ თბილისში ჩამოსულმა გაიცნო ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი ლიზა ვაჩნაძე, რომელიც ძალიან შეუყვარდა.

ერთ-ერთ სპექტაკლში ქალების როლებს ასრულებდნენ ლიზა ვაჩნაძე და კოტე მარჯანიშვილის მიუღლე, ელენე ვაჩნაძე… ორივეს ერთნაირი კაბები ეცვა, გიორგის შეეშალა, უკნიდან მიეპარა და ლიზას ნაცვლად ელენეს და მოეხვია.



საღამოს კოტემ ის დაიბარა. გიორგი დარცხვენილი იდგა მის წინაშე. კოტემ კი გაიღიმა და უთხრა: „რა იყო, ბიჭო, ვინც კი ვაჩნაძეა ყველა შენი გგონია?! ცოტაც მაცალე, მოსკოვში ვარ წასასვლელი, იქიდან რომ დავბრუნდები, დიდ ქორწილს გადაგიხდითო.“


სამწუხაროდ, რეჟისორმა პირობის შესრულება ვერ შეძლო… კოტე მარჯანიშვილი მოსკოვიდან აღარ დაბრუნებულა…”


13 აპრილი გიორგი შავგულიძის ხსოვნის დღეა, შეგახსენებთ, მსახიობს ტროლეიბუსი დაეჯახა.



ამავე თემაზე:

გიორგი შავგულიძის სიცოცხლის უკანასკნელი დღეების ქრონოლოგია

0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...