შესანახი პროდუქტები კიტრის დამჟავება 2012, 1 მარტი, 15:26 შევარჩიოთ ახალი, ქორფა, საშუალო ან უფრო პატარა ზომის სქელკანიანი, მწვანე ფერის, საღი, დაუზიანებელი და სწორი ფორმის კიტრები. ამოვავლოთ ძალიან ცივ წყალში, ჩავაწყოთ ჭურჭელში, მაშინვე დავასხათ მდუღარე წყალი და თავდახურული გავაჩეროთ 15–20წუთი. როდესაც წყალი გაგრილდება, ე.ი. ნელთბილი გახდება, ამოვალაგოთ კიტრები და ჩავაწყოთ ყინულივით ცივ წყალში. ცოტა ხნის შემდეგ გადავალაგოთ მწნილისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, ჩავაწყოთ მჭიდროდ, დავაყაროთ ოხრახუში, თესლოვანი კამა, ქინძი, ნიორი და დავასხათ მარილწყალი. მაშინვე დავახუროთ ჭურჭელს და დავუტოვოთ სადუღარი ხვრელი. დადუღების შემდეგ შევინახოთ ცივ და გრილ ადგილას. ასეთი სახის მწნილი დიდხანს არ ინახება. 11062 10-ს მოსწონს
|