x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გამოცანები ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)
image


1. რომელ «გზაზე» არ დადიან არასდროს?


2. ჰკიდია და მიდის, წევს და მიდის, დადის და დგას... ხან იტყუება.

რა არის?


3. ზის ადამიანი და თქვენ არ შეგიძლიათ მის ადგილზე დაჯდომა, მაშინაც კი, თუ ის ადგება და წავა.

სად ზის?


4. რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?


5. ანტილოპა, კენგურუ და რწყილი ერთმანეთს სიმაღლეში ხტომაში ეჯიბრებიან. კენგურუ 2 მ-ზე ახტა, ანტილოპა — 3 მ-ზე, რწყილი — მხოლოდ ნახევარზე.

ვინ გაიმარჯვა?


6. საფრანგეთში და გერმანიაში ეს ნულს ნიშნავს, იაპონიაში — ფულს, ტუნისში — სიკვდილის საფრთხეს, სირიაში — ურთიერთობის გაწყვეტას. ამერიკაში —?


7. რაც უფრო მეტს იღებთ მისგან, მით უფრო დიდი ხდება.


რა არის?


8. ექვსი ფეხი აქვს, მაგრამ 4 ფეხით დარბის.

ვინ არის?


9. რის გარეშე არ არსებობს არაფერი?


10. რომელი ჭურჭლიდან არ შეიძლება საჭმლის ჭამა?


11. მიდიოდა 2 მამა და 2 შვილი, იპოვეს 3 ფორთოხალი, – გაიყვეს და ყველას თითო შეხვდა. ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


12. ცოცხალი არა ვარ, მაგრამ ვიზრდები. არა მაქვს ფილტვები, მაგრამ ჰაერი მჭირდება. პირი არა მაქვს, მაგრამ წყალი მკლავს.

თქვით ჩემი სახელი.


13. დაასახელეთ გამოგონება, რომელიც იმის დანახვის საშუალებას გვაძლევს, რაც კედლის მიღმა ხდება.


14. თავისთავად მუქია, მაგრამ მისი შექმნა მხოლოდ სინათლით შეიძლება.

რა არის?


15. როგორ შეიძლება გასროლილმა კვერცხმა 3 მ. იფრინოს და არ გატყდეს?


16. ორი დედა, ორი ქალიშვილი და ბებია შვილიშვილით.

სულ რამდენნი არიან?


17. ზიხართ თვითმფრინავში, თქვენს წინ ცხენია, უკან – ნავი.

სადა ხართ?


18. ვის ხედავს უბრალო მოკვდავი ყოველ დღე, მეფე — ძალიან იშვიათად, ხოლო ღმერთი — არასდროს?


19. მხოლოდ მან იცის ზუსტად, თუ სად არის მისი ქმარი.

ვინ არის?


20. რომელ ზღვას არა აქვს ნაპირები?


21. რისი გაყოფა შეიძლება მხოლოდ ერთხელ?


22. რა არ არის კითხვა, მაგრამ პასუხს მოითხოვს?


23. ჩემი სიცოცხლის გაზომვა საათობით შეიძლება. როდესაც ვმსახურობ – ვილევი. გამხდარი სწრაფი ვარ, მსუქანი – ნელი. ჩემი მტერი კი, – ქარი არის.

დაასახელეთ ჩემი სახელი.


24. უმს არ მიირთმევენ, მოხარშულს აგდებენ.

რა არის?


25. ოთახის ოთხივე კუთხეში ზის თითო კატა, ყოველი კატის წინ ზის 3 კატა და ყველა კატის კუდზე ზის ერთი კატა.

რამდენი კატაა ოთახში?


image


პასუხები:


1. «რძის გზაზე»

2. საათი

3. კალთაში, თქვენთან

4. სიზმრის

5. რწყილი (ანტილოპა საკუთარ სიმაღლეზე 3-ჯერ მეტ სიმაღლეზე ახტა, ხოლო რწყილი — 100-ჯერ მეტ სიმაღლეზე)

6. OK (ნიშანი, რომლის ჩვენება თითებით შეიძლება)

7. ორმო

8. მხედარი

9. სახელის გარეშე

10. ცარიელი

11. სულ 3 ადამიანი იყო (პაპა, მამა და ვაჟიშვილი)

12. ცეცხლი

13. ფანჯარა

14. ჩრდილი

15. კვერცხი 4 მეტრზე უნდა გადააგდოთ, მაშინ პირველ 3 მეტრზე, ის მთელი იქნება.

16. სამნი: ბებია, დედა და შვილიშვილი

17. კარუსელზე

18. თავისნაირს

19. ქვრივი

20. სარგასოს ზღვა

21. საიდუმლოს

22. ტელეფონის ზარი (ზარი ან კაკუნი კარზე)

23. სანთელი

24. დაფნის ფოთოლი

25. ოთახში 4 კატაა. თითოეული კატის წინ 3 კატა ზის და კატები საკუთარ კუდებზე სხედან


imageარხის სხვა სიახლეები:


* სტალინის ეპოქა ციფრებში – რა იყო და როგორი გახდა?

* ბაბილონელებმა "პითაგორას თეორემის" შესახებ, პითაგორამდე, დიდი ხნით ადრე იცოდნენ

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 33 (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...