სხვა რატომ სძულს ილონ მასკს საკუთარი ქალიშვილი ისე ძალიან, რომ ის გარდაცვლილადაც კი გამოაცხადა 7 აპრილი, 17:50 
ვივიენ ჯენა უილსონი - მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცის, ილონ მასკის 20 წლის მემკვიდრეა. გოგონამ უარი თქვა მამის არა მხოლოდ ფულსა და გვარზე, არამედ ყველაფერზე, რაც მას ცნობილ მამასთან აკავშირებდა. რატომ სძულს ვივიენს მამა ასე ძალიან და რატომ უწოდებს მას "საბრალოს"? ამას დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.
მამასთან გაწყვეტილი ყოველგვარი კავშირი

ყველაფერი კი იმით დაიწყო, როცა 18 წლის ასაკში ბიჭად დაბადებულმა ვივიენმა სქესი შეიცვალა. ის ცოტა ხნის წინ, "Teen Vogue"-ის გარეკანისთვის პოზირებდა, რომელსაც საკმაოდ გულწრფელი ინტერვიუც მისცა. ილონ მასკის ტრანსგენდერმა ქალიშვილმა აღიარა, რომ 2020 წლიდან ის მილიარდერი მამისგან ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელია, ამასთან, მისივე თქმით, ის მას თითქმის 5 წელია არც კი ელაპარაკება.
გოგონამ საკმაოდ უხეშად ისაუბრა მამის დანარჩენ შვილებზე და განაცხადა, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რამდენი და-ძმა ჰყავს რეალურად. ამჟამად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკელ მილიარდერს სულ 14 შთამომავალი ჰყავს, მათ შორის სკანდალური ვივიენიც. გოგონას სძულს საკუთარი ბიოლოგიური მამა და არ სურს რომ მათ ერთმანეთთან რაიმე აკავშირებდეთ. თავად მასკმა ქალიშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სხვათა შორის, როდესაც ვივიენმა სქესი შეიცვალა, კომპანია "SpaceX"-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა.

და მაინც, რატომ სძულს ვივიენს მამა ასე ძალიან?
ცნობილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გოგონამ მამას "საცოდავი, პატარა კაცი" უწოდა. ვივიენმა თავისი გამონათქვამი იმით ახსნა, რომ მამამისი ვერა და ვერ გაიზარდა და ის დღემდე პატარა, დაკომპლექსებული ბიჭივით იქცევა. მას აქვს გარკვეული ქარიზმა, რომელითაც ის ძალიან ოსტატურად სარგებლობს, და, რაღა თქმა უნდა, დიდი ფიანსური რესურსი. ეს ყოველივე კი მას არათუ აღელვებს, არამედ მასში ზიზღსაც კი იწვევს.
ვივიენი არასდროს ერიდება საჯაროდ აკეთოს კომენტარი მამის ყველა ქმედებასა თუ განცხადებაზე, რაც ერთი შეხედვით, ერთგვარ დამოკიდებულებას ან ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს.
უილსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ მამა მას უხეშად ექცეოდა და მას ნარცისიზმშიც ადანაშაულებდა. ილონ მასკის ქალიშვილს აღიზიანებს, რომ ხალხი მის ასოცირებას მის ცნობილ და გავლენიან მამასთან ახდენს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ არსებობს არც ერთი ინტერვიუ სადაც ვივიენი მამაზე არ საუბრობდეს.
|