საზოგადოება რატომ არ არსებობდა ფშავ-ხევსურეთში თამადის ინსტიტუტი? 7 აპრილი, 10:39 ![]() „არავითარი წესი ამ სმა-ჭამის დროს არ სუფევდა, ვისაც რა სადღეგრძელო ჰსურდა, იმასა ჰსვამდა, რაც ესიამოვნებოდა, იმას ამბობდა, მღეროდა. რამდენიმე პირად მღეროდენ, ლექსობდენ. გარეთ, ეზოში ქალ-ვაჟები ლხინობდენ, ისმოდა გარმონის ჭყუტუნი და სტვირის ბუბუნი. სმაში და ჭამაში ყველას თავისუფლება ეძლევა, ვისაც რამდენი უნდა, იმდენსა ჰსვამს და სჭამს. მხოლოდ ერთხელ არის ძალდატანება, ეს, როცა მეფეს და დედოფალს „ჯარზე“ დაჰსმენ: მთელი წვეულები მოიყრიან ერთად თავს, რაც ფშავლებს ძალიან ეჯავრებათ, და ათ-ოც პირად იმართება „კამპანია“ და სუფრა; მეკოდის გულუხვობაზეა დამოკიდებული, რომელ კამპანიას უფრო ბევრს ღვინოს გაუგზავნის. მეკოდე გახლავთ ის პირი, რომელსაც ღვინო და არაყი აბარია. იმან უნდა გასწიოს სასმლის ვარაუდი, ყველას პატივი სცეს, როგორც თავად მოინდომებს, გააწვდინოს სასმელი და ეცადოს ქორწილის გათავებამდე არ გაათავოს". მაინც რატომ არ არსებობდა ფშავში (და ხევსურეთში) თამადის ინსტიტუტი? პასუხი მარტივია – მთაში ტერიტორიული თემური ურთიერთობები არსებობდა და ეს საზოგადოება საერთოდ არ უშვებდა ცალკეული პირების თემიდან გამოყოფას, ასეთ ტენდენციასაც კი ძირშივე კლავდა. ქართულ სუფრაზე კი თამადა ჩვეულებრივ გამოცალკევებული პიროვნება იყო, ის სუფრაზე „ბატონობდა”. თემური საზოგადოება კი სუფრაზეც არ უშვებდა „ბატონს”, აქ ყველა თავისუფალი და ერთმანეთის თანაბარი იყო. მთავარ ფოტოზე: ვაჟა-ფშაველა და ფშავლები 1911 წლის ლაშარობის დღესასწაულზე ლაშარის სალოცავში. 425 2-ს მოსწონს
|