x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137388
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
სახის იდეალური ტონი-რჩევები Bobbi Brown-ის არტ-დირექტორისგან
Bobbi Brown-ის არტ დირექტორის ედუარდო ფერეირას სახის იდეალური კანის შექმნის თავისი წესი აქვს.

image

კორექტორს, კონსილერს და ტონალურ კრემს თავისი საიდუმლო გააჩნია, რომლის ცოდნა დაგეხმარებათ ადვილად დაფაროთ დაღლილობის კვალი და სახის კანს ჯანსაღი იერი მიანიჭოთ.

მაგ. Bobbi Brown-ის ახალი მყარი ტონი Long-Wear Even Finish Foundation SPF 15, რომელიც მაკიაჟს 12 სთ-ზე მეტ ხანს შეინარჩუნებს და ამასთან კანი არაბუნებრივად გლუვი არ იქნება.


საიდუმლო ნიუანსები:

-მოერიდეთ მოვარდისფრო ტონალურ კრემს, რადგან ის სახეზე ნიღბის ეფექტს ქმნის.

-ტონალური კრემის ფერი სწორად არის შერჩეული, თუ ის ბუნებრივად ერწყმის კანის ფერს. ყიდვამდე კრემი გადაისვით ნიკაპზე და ისე შეამოწმეთ.

- ჩვეულებრივ მყარი ტონალური საშუალების დატუშვა საკმაოდ რთულია, ისინი მომენტალურად შეიწოვება და თითქოს შრება კანზე. -ტონალური კრემის განაწილებისას არ გამოიყენოთ ღრუბელი, რადგან კრემი მეტად სქლად ლაგდება კანზე. ღრუბელი გამოსადეგარია კომპაქტური ტონის ან პუდრის წასასმელად.

-მოერიდეთ ასევე ტონის განაწილებას თითებით.

-ძალიან მშრალ კანზე ჯერ გადაისვით ვიტამინებიანი ბაზა, რომლის შეშრობის შემდეგ წაისვით ტონალური კრემი.

-გამოიყენეთ ფერ-უმარილიც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ვარდისფერი სახეს სხვა ფერებზე მეტად ანათებს.

image

1. ვარდისფერი კორექტორი ფარავს სილურჯეს თვალის უპეებში. ჯერ თვალის ირგვლივ წაისვით მაკიაჟის ფუძე, მაგ. Hydrating Eye Cream, Bobbi Brown. ხელსახოცის შეხებით მოიშორეთზედმეტი ფენა. ამის შემდეგ ქვედა ქუთუთოზე გადაისვით კორექტორი პატარა ფუნჯით. დაიწყეთ თვალის შიდა კუთხიდან, წამწამებთან ძალიან ახლოს. კარგად დატუშეთ. არ გაგიკვირდეთ, რომ დატუშვის საზღვარი შესამჩნევი იქნება, რადგან კორექტორმა კანის ფერი შეცვალა.

2. შემდეგ კი დროა სახის ტონი გაათანაბროთ კონსილერით. კონსილერი კორექტორისგან განსხვავებით უნდა ზუსტად იმეორებდეს კანის ფერს ან მასზე ნახევარი ტონით უფრო ღია უნდა იყოს. დაიტანეთ ის ფუნჯით იმავე ადგილზე, სადაც კორექტორი, შედეგი დააფიქსირეთ პუდრით, რომელიც სუფთა ფუნჯით უნდა წაისვათ- მარჯვნივ-მარცხნივ, ზევით-ქვევით მოძრაობით ქუთუთოებზე.

3. ტონალური კრემი უნდა წაისვათ სპეციალური ფუნჯით, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მიდამოს. მოძრაობა დაიწყეთ სახის ცენტრიდან პერიფერიისკენ. ჯერ დატუშეთ ცხვირის ნესტოები და ლოყები, რათა დაფაროთ სიწითლე ან ფორები, შემდეგ შუბლის ცენტრიდან გვერდებისკენ გადაუსვით. ეცადეთ კრემი თხელ ფენად გადაუსვათ. აუცილებლობის შემთხვევაში დაუბრუნდით იმ ადგილებს, რომელსაც მეტად სჭირდება შენიღბვა.

image

1
841
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
841
  
2012, 1 ნოემბერი, 14:17
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 1