სხვა
აშშ-ში ქარიშხალმა 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა
2012, 30 ოქტომბერი, 12:18
აშშ-ში ქარიშხალი „აირინი“ ძალას იკრებს. ქარიშხალმა 100-მდე ადამიანი უკვე იმსხვერპლა, სავარაუდოდ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება, რადგან სპეციალისტები ქარიშხლის გაძლიერებას ვარაუდობენ. მსხვილი ქალაქებიდან განსაკუთრებული საფრთხე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს ემუქრება. გადაიდო ყველა მიმართულებით ფრენა და შეჩერებულია მატარებლების მიმოსვლა. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ფედერალურ სამსახურებს დაავალა, ყოველნაირი დახმარება აღმოუჩინიონ დაზარალებული შტატების გუბერნატორებს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.