x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 გამოცანა ხრიკებით (პასუხები აქვს)

თუ არასტანდარტულად აზროვნებთ, მაშინ ამ გამოცანების ამოხსნა არ გაგიჭირდებათ. მაშ, ასე, გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:


1. ბეისბოლის ბიტა და ბურთი ერთად, 1 დოლარი და 10 ცენტი ღირს. ბიტა 1 დოლარით ძვირია, ვიდრე ბურთი. რა ღირს ბურთი?


2. თუ 5 ჩარხი, 5 ხელსაწყოს, 5 წუთში აწარმოებს, რა დრო დასჭირდება 100 ჩარხს, 100 ხელსაწყოს საწარმოებლად?


3. ტბაზე წყლის შროშანის ბუჩქია, რომელიც თავის ფართობს, ყოველ დღე აორმაგებს. თუ მთელი ტბის დასაფარად, 48 დღე არის საჭირო, რა დრო დასჭირდება მცენარეს, ტბის ზედაპირის ნახევრის დასაფარად?


image


პასუხი:


ბევრი, ინტუიციურად, შემდეგ პასუხებს იძლევა: 1. 10 ცენტი 2. 100 წუთი 3. 24 დღე — თუმცა, ეს სწორი არ არის.


I კითხვაზე სწორი პასუხი — 5 ცენტია. ბურთი 10 ცენტი რომ ღირდეს, მაშინ ბიტა 1.10 დოლარი უნდა ღირდეს. ხოლო, ორივე ერთად 1.20 დოლარი ეღირება, რაც არასწორია. ბურთის სწორი ფასი — 5 ცენტია, ხოლო ბიტის — 1.05 დოლარი, რაც ჯამში 1 დოლარი და 10 ცენტია.

II კითხვაში, საუბარი წარმოების დროზეა. თითოეულ ჩარხს, ხელსაწყოს შესაქმნელად, 5 წუთი სჭირდება. ასე, რომ, 100 ჩარხი, რომელიც ერთდროულად მუშაობს, 100 ხელსაწყოს შესაქმნელად, 5 წუთი დასჭირდება.

III კითხვა, წყლის შროშანის ბუჩქთან დაკავშირებით, ხაფანგია. თუ მცენარე ყოველდღე ორმაგდება და ტბას 48–ე დღეს დაფარავს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ 47-ე დღეს, ტბის ზუსტად ნახევარს ფარავს. ამიტომ სწორი პასუხი — 47 დღე არის.


თუ სამივე კითხვაზე სწორად უპასუხეთ, გილოცავთ! თქვენ არასტანდარტულად აზროვნებთ. კვლევის თანახმად, ამ გამოცანებზე სწორი პასუხების გაცემა, 100–დან, მხოლოდ 17 ადამიანს შეუძლია.

თუ შეცდომა, თუნდაც ერთ პასუხში დაუშვით, არ ინერვიულოთ — მსგავს შეცდომებს, ჰარვარდის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებიც კი უშვებენ. მთავარი ის არის, რომ ახლა, უკვე იცით, როგორ უნდა ამოხსნათ მსგავსი გამოცანები.


image


არხის სხვა სიახლეები:


* სკივრი, კოსმოსური გზავნილით

* ეზოში ციდან ჩამოვარდა. მისმა ანალიზმა კი, მეცნიერები გააოცა

* სტალინის ყველაზე მთავარი შეცდომები

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...