x
image
NIKOLAISHVILI
დიმიტრი შაშკინი კიდევ ერთ ბრალდებაზე პასუხობს.

imageდიმიტრი შაშკინმა საკუთარი "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გააკეთა.
დიმიტრი შაშკინი.
მსურს გამოვეხმაურო კიდევ ერთ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, თურმე, მე უკანონოდ, საჩუქრის სახით დავარიგე ათასობით ავტომატური იარაღი თავდაცვის სამინისტროში. ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის მინისტრს აქვს კანონიერი უფლება, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვოს თავდაცვის სისტემის თანამშრომლები. ჩემი მინისტრობის პერიოდში, მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე ეს უფლება და ჯილდოდ გადავეცი თავდაცვის სამინისტროს 45 თანამშრომელს არა ავტომატური იარაღი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის #430 ბრძანებულებით „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“. ჩემს მიერ ამ ბრძანების მიღება მოხდა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

2
255
5-ს მოსწონს
ავტორი:NIKOLAISHVILI
NIKOLAISHVILI
255
  
2012, 30 ოქტომბერი, 21:22
+++
2012, 30 ოქტომბერი, 12:06
+1
0 1 2