x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136026
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
როგორ ნადირობს ქამელეონი (მწერის დაჭერის მომენტი)
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს, რომლებიც სულ ერთ წამს ასახავს. თქვენ ნახავთ როგორ ნადირობს ქამელეონი.

თუმცა სანამ ამ სანახაობაზე გადავალთ, მოგითხრობთ რამოდენიმე ფაქტს ამ საიტერესო ცხოველის შესახებ. ქამელეონი ხეებზე ცხოვრობს, მას კანის შეფერილობის ცვლილება შეუძლია, რის გამოც მას მითიური არსების სახელი, ქამელეონი უწოდეს.

ქამელეონის თვალები წრეზე ბრუნავს, რაც მას საშუალებას აძლევს მსხვერპლს უთვალთვალოს ისე, რომ თვითონ უმოძრაოდ დარჩეს, ამასთან მას შეუძლია თვალები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ამოძრაოს.

მშვიდ მდგომარეობაში ქამელეონის სხეული გვერდებიდან დაბრტყელებულია, როგორც კი ხვლიკი გაბრაზდება ის იბერება და ზომაში იზრდება.


ქამელეონის კუდი მეხუთე კიდურის ფუნქციას ასრულებს და მას ხის ტოტებზე დამაგრებაში ეხმარება.

ქამელეონი ფერს იცვლის არა მარტო გარემომცველი სამყაროს მიხედვით, არამედ ტემპერატურის, შუქის დაცემის და შინაგანი მდგომარეობის მიხედვითაც.

ქამელეონის ენის სიგრძე აღემატება მისი სხეულის სიგრძეს. ენის "გასროლისას" ქამელენი თვალებს ხუჭავს, რათა მსხვერპლმა ის შემთხვევით არ დააზიანოს.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ქამელენი არის მადაგასკარული ბრუკენზია, რომლის სიგრძე სულ რაღაც 3 სანტიმეტრს აღწევს. ყველაზე დიდი ქამელეონი კი მადაგასკარის გიგანტური ქამელეონი, რომლის სიგრძეც 70 სმ-ს აღწევს.imageimageimageimageimageimage



4
79
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
79
  
2012, 29 ოქტომბერი, 22:46
მაგააააააარ
2012, 29 ოქტომბერი, 21:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 29 ოქტომბერი, 21:25
+++
0 1 4