პოეზია ეს ლექსი ჩემს დეიდაშვილს დავუწერე... 2012, 11 აპრილი, 22:20 რვა ოქტომბერი დღე იყო ლამაზი, რომ დაიბადა ვაჟკაცი, მისი პირველი თვალის გახელა, მისი ღიმილი, მისი თამაში, პირველი სიტყვა, დედის სიმღერა, ანგელოზივით ძილი, მისი ტირილი, მისი ტკივილი, მისი პირველი კბილი... მისი სურნელი და თმა ხუჭუჭი, თვალები თაფლისფერი, მისი სიტყვები: ''დედა კოკანა'', ''დედა ნანაო'', მშვიდი, მისი თითები ბოტოტა, ორი პატარა თათი, მისი ლოყები ვაშლივით წითელი, მისი სიცილი თბილი... მის ტკბილ კოცნას და მის ჩახუტებას არ ჰყავს ქვეყანაზე მჯობი, მე ის პატარა თავს მირჩევნია, ჩემი სათუთი ბიჭი, ჩემი ერეკლე, ბავშვი არნახული და ეშმაკური, ''გიჟი'', რომ ვეხუტები სულ მავიწყდება, თუ არს ამქვეყნად დარდი... რომ დაბერდება ჩემი ვაჟკაცი და კვლავ აიღებს ამ ლექსს, თვალზე მომდგარი ცხელი ცრემლები მას დაუსველებს სახეს, გაეღიმება, მე მომიგონებს და გულში იტყვის ''ლიზის'' და წაიკითხვას მისთვის დაწერილ, ჩემს ნაჯღაბნს, მიძღვნილს მისთვის ! ... 188 4-ს მოსწონს
|