ამოცანები "ზამთრის გამოცანა" (პასუხი აქვს) 24 მარტი, 8:32 გამოცანის პირობა ასეთია: ქვემოთ მოცემულ სურათზე შეცდომა უნდა იპოვოთ. ამ ტიპის ვარჯიში, ჩვენს ტვინს ინფორმაციის უფრო სწრაფად და ეფექტურად გადამუშავებაში ეხმარება. მაშ ასე, ამ სურათზე, ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერია: მამაკაცი დათოვლილ გზაზე ძაღლს ასეირნებს. მაგრამ, ყველაფერი არც ისე მარტივადაა... შეძლებთ, 20 წამში შეცდომის პოვნას, რომელიც მხატვარმა დაუშვა? და თუ არა, — პასუხის ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ. ![]() ![]() პასუხი:![]() შეცდომა ის არის, რომ მამაკაცი, თოვლზე, კვალს არ ტოვებს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:1. ეს ადამიანს 3-ჯერ ეძლევა: 2-ჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ – ფული უნდა გადაიხადოს. კითხვა: რა არის ეს?*** 2. ერთი ჩემი ნაცნობი პირის პარსვას დილიდან იწყებს და დღის მანძილზე, ამას სულ მცირე, 10-ჯერ აკეთებს და მაინც წვერით დადის. კითხვა: ეს როგორ უნდა ხდებოდეს? *** 3. ერთი კაცი 1 კგ. ვაშლს 5 ლარად ყიდულობდა, ხოლო შემდეგ, იგივე რაოდენობის ვაშლს – 3 ლარად ყიდდა. გარკვეული დროის შემდეგ, ის მილიონერი გახდა. კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?*** 4. მეკობრეებმა გემის ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს. სულ 10 კაცი. ისინი ბნელ ოთახში შეიყვანეს და თავზე ქუდები დაახურეს. ქუდები ორი ფერის იყო: წითელი და მწვანე, თანაბარი რაოდენობით. შუქი აანთეს. ეკიპაჟის თითოეული წევრი, ყველას ქუდს ხედავდა, საკუთარი ქუდის გარდა. მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც საკუთარი ქუდის ფერს გამოიცნობდა. დასმულ კითხვაზე მეზღვაურებს რიგ-რიგობით უნდა ეპასუხათ. კითხვა: როგორ უნდა ამოეცნოთ ეკიპაჟის წევრებს საკუთარი ქუდის ფერი? თუ მათ მხოლოდ ქუდის ფერის თქმის უფლება ჰქონდათ. *** 5. თქვენ ნავში ზიხართ, რომელიც აუზში დაცურავს. ნავში თუჯის ღუზა დევს, რომელიც ნავზე არ არის მიბმული. კითხვა: რა დაემართება აუზში წყლის დონეს, თუ ღუზას წყალში ჩააგდებთ? *** 6. გემის გემბანიდან რკინის კიბე ჩაუშვეს. კიბის 4 ქვედა საფეხური წყალმა დაფარა. თითოეული საფეხურის სისქე 5 სმ არის, ხოლო საფეხურებს შორის დაშორება 30 სმ-ის ტოლია. დაიწყო მოქცევა, რომლის დროსაც, წყლის დონემ საათში 40 სმ-ით დაიწყო მატება. კითხვა: თქვენ როგორ გგონიათ, რამდენ საფეხური აღმოჩნდება წყლის ქვეშ, 2 საათის შემდეგ? *** 7. სამი ქათამი 3 დღეში 3 კვერცხს დებს. კითხვა: რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთივე ქათამი, 12 დღეში? *** 8. გუშინწინ გიორგი 17 წლის იყო. ხოლო, მომდევნო წელს, ის 20 წლის იქნება. კითხვა: ეს როგორ მოხდება? პასუხები >>>
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |