ფეხბურთი რამდენჯერ გაამწარეს ჩვენმა ფეხბურთელებმა სომხები? 19 მარტი, 19:33 ![]() ფაქტი 1-დათუნაშვილის 5 გოლი არარატის კარში. 1966 წლის 22 სექტემბერს მატჩში ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ გაიმეორა სსრ კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დაამყარა ევგენი შელაგინმა — გაიტანა 5 გოლი მატჩში. მან ეს შეძლო 27 წუთში. თავად დათუნაშვილი ასე იხსნებს ამ მატჩს: …1966 წელს ერევნის “არარატთან” 5 ბურთი გავიტანე. მეექვსეს გატანაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადიმ არ მაცალა და ბურთი ძელს მოარტყა… ამ ხუთი გოლის შემდეგ გულშემატკივრები ბევრს ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ, _ ალო, უკაცრავად, დათუნაშვილის ბინააო?! ზოგიერთი კი მეუბნებოდა ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენით აშინებენ: “დათუნაშვილი გალისაო”, ანუ გაჩერდი, თორემ დათუნაშვილი მოვაო. …ერთმა მითხრა: შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახე გაკრულიო. არ დავიჯერე, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა: ეგრეა, მეც შევესწარი, როგორ “დაგხვრიტესო”. ფაქტი 2-მანუჩარ მაჩაიძის გოლი ახლადგახსნილ "რაზდანის" სტადიონზე 1971 წელს “დინამოში” თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა და გუნდს კარგი შედეგები არ ჰქონდა, ერევნის “არარატი” კი პირიქით აღმავლობის გზაზე იდგა. 1971 წლის 3 მაისს თბილისში “ლოკომოტივის” სტადიონზე გამართულ მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა მწარე მარცხი იწვნიეს სომეხი კოლეგებისგან _ 0:4, ორი ბურთი გაგვიტანა მარქაროვმა, თითო-თითო _ ზანაზანიანმა და ბონდარენკომ. 1971 წლის მაისში თბილისში გამანადგურებელი ანგარიშის მოგებით გაყოყოჩებული სომხები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტადიონის გახსნა ოფიციალურად 19 მაისს გამოაცხადეს, ამბობდნენ, რომ “რაზდანს” ნამდვილი გახსნა იმავე წლის 14 სექტემბერს გაიმართებოდა საზეიმო ვითარებაში, როცა “არარატი” დაამარცხებდა თბილისის “დინამოს”. ამ ღირსშესანიშნავ მატჩს დაესწრო 70 ათასი მაყურებელი, რომელიც თბილისელთა შესანიშნავი თამაშის მომსწრე შეიქნა. ბრწყინვალედ ითამაშა დინამოელთა ახალგაზრდა მეკარე თამაზ სტეფანიამ (სამწუხაროდ, ცოტა ხანში ავტოავარიაში დაიღუპა), დავით ყიფიანმა და განსაკუთრებით _ მანუჩარ მაჩაიძემ, რომელიც ფაფარაშლილი ლომივით იბრძოდა და რომელსაც ერევნელებმა ვერაფერი მოუხერხეს. ასე აღწერს “სოვეტსკი სპორტის” მიმომხილველი ამ მატჩის ერთადერთ გოლს: “დავით ყიფიანმა სამი მცველი მოატყუა და ბურთი გაუგორა მანუჩარ მაჩაიძეს, ვისი დარტყმაც ზუსტი აღმოჩნდა”. ამის შემდეგ დინამოელებს კიდევ ორი ბურთი უნდა გაეტანათ, მაგრამ არარატელთა კარი ორივეჯერ ძელმა იხსნა. ფაქტი 3-საბჭოთა კავშირის თასი ფინალი "არარატს" უკვე ორჯერ ჰქონდა მოპოვებული ეს საპატიო ჯილდო, "დინამომ 5-ჯერ ითამაშეს ფინალში, თუმცა 5-ჯერვე დამარცხა. თამაში თავიდანვე მწვავედ დაიწყო, ხორენ ოგანესიანი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი გადაცემა ჩააწოდა ნაზარ პეტროსიანს, თბილისელთა კარი ძელმა იხსნა, მე-7 წუთზე უკვე თბილისელებმა შეუტიეს და რევაზ ჩელებაძის 11 მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა კარს. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, 27-ე წუთზე ჩელებაძემ ჩააწოდა საჯარიმოში და დავით ყიფიანმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმს დასაწყისში ძირითადად ერევნელები აკონტროლობდნენ, ცდილობდნენ შეტევის ორგანიზებას, მაგრამ საჯარიმოში შესვლას ვერ ახერხებდნენ, თბილისელები კი ეფექტურ კონტრიერიშებს ახორციელებდნენ (ყიფიანი-გუცაევის ტანდემი).ერთ-ერთ ასეთი შეტევის დროს ერევნელებმა საჯარიმოში წააქციეს გუცაევი, მსაჯმა დანიშნა თერთმეტმეტრიანი, 64-ე წუთზე ფირუზ კანთელაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა(2:0), ოთხი წუთის შემდეგ ჩელებაძემ კარგად გამოიყენა "არარატის" მცველის შეცდომა და ანგარიში 3:0 გახადა. ფაქტი-4- 10 კაცით 11-ის წინააღმდეგ ეს მატჩი 1981 წლის 11 ივლისს გაიმართა ერევანში სტადიონ “რაზდანზე”. “დინამოს” ევროპის თასის მფლობელთა თასი მოპოვებული ჰქონდა და სომხებისთვის ამაზე კარგი სტიმული რა იქნებოდა, თუ ტიტულოვან მეტოქეს დაამარცხებდნენ. მატჩის პირველ ტაიმში ივანო-ფრანკოვსკელმა მსაჯმა სტუპარმა სრულიად უმიზეზოდ მოედნიდან გააძევა თენგიზ სულაქველიძე და თბილისელები 10 კაცით დარჩნენ 11-ის წინააღმდეგ. ამ მომენტში იყო 1:1, მაგრამ მეორე ტაიმში თბილისელებმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს: 2 რამაზ შენგელიამ, 1 ვიტალი დარასელიამ და მატჩი მოიგეს ანგარიშით 4:1. ფაქტი 5: საქართველო-სომხეთი 7:0 1997 წლის 30 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრები 7:0 გაანადგურეს. დაახლოებით 10 ათასი მაყურებლის წინაშე სომხების რბევა მე-12 წუთზე შოთა არველაძემ დაიწყო. პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ორამდე გიორგი ქინქლაძემ თერთერთმეტრიანით გაზარდა. მეორე ტაიმში, დავით ყიფიანის გუნდი ბრწყინვალედ გამოვიდა და 5 გოლი გაიტანა. შოთა არველაძემ მეტოქის კარი 53-ე და 67-ე წუთებზეც აიღო და ჰეთ-თრიკი შეასრულა, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. თბილისის “დინამო” და ერევნის “არარატი” სულ 69-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 30 მატჩი მოიგეს დინამოელებმა, 18 - არარატელებმა. რაც შეეხება ნაკრების სტატისტიკას, გუნდები 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან საქართველომ 3-ჯერ მოიგო, სომხებმა 2-ჯერ. 494 3-ს მოსწონს
|