სისხლის სამართალი ცოლ-ქმარმა 16 წლის ნაცნობის მუცლიდან დაუბადებელი ბავშვი ამოკვეთეს 19 მარტი, 17:57 ![]() 25 წლის ნატალი პერეირა და 28 წლის კრისტიან და არუდა არიან ქალაქ კუიაბადან, (მატუ -გროსუს შტატი) დააკავეს 13 მარტს მას შემდეგ, რაც ისინი ცდილობდნენ ახალშობილის საავადმყოფოში დარეგისტრირებას. კლინიკის თანამშრომლებმა ქალის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს. გარდა ამისა, მის საბუთებში აღმოჩნდა შეუსაბამობები. მალევე გაირკვა, რომ წინა დღეს ცოლ-ქმარმა მოკლეს 16 წლის ემილი სენა და ბავშვი მუცლიდან ამოკვეთეს. ![]() სენამ უპასუხა, რომ ქმარი მოვიდოდა ნივთების წასაღებად, მაგრამ პერეირამ დაარწმუნა, რომ მარტო მოსულიყო. როდესაც მომავალი დედა მივიდა ტანსაცმლის წასაღებად, კრისტიანმა და ნატალიმ გოგონა კაბელით გაგუდეს და შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით, ბავშვი მუცლიდან ამოკვეთეს. ![]() ბავშვი გარდარჩა.მკვლელობის შემდეგ პერეირამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედა გახდა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩემო გოგონა." პოლიციამ 16 წლის გოგონას საფლავი ბრალდებულების ბაღში იპოვეს.ამ დროისთვის ცოლ-ქმარი ციხეში არიან. ![]() მსგავსი შემთხვევა მოხდა აშშ-ი, 29 წლის ტეილორ რენე პარკერს შვილის გაჩენა არ შეეძლო, ამიტომ საყვარელ მამაკაცთან და საზოგადოებასთან გაითამაშა ცრუ ორსულობა, ხოლო როცა "მშობიარობის" დრო დაუდგა, თავის ნაცნობი ფეხმძიმე გოგონა საზარელი მეთოდით მოკლა და მუცლიდან ბავშვი ამოიყვანა.(მიყევი ბმულს) 152 3-ს მოსწონს
|