საქართველო "ამ ბიზნესმენის კერძო ტერიტორიასთან ახლოს სააკაშვილს ერთ-ერთი რეზიდენცია ჰქონდა"-რა ისტორიას ყვება ამირან სალუქვაძე? დღეს, 12:42 "ერთი ისტორია უნდა მოვყვე. ისე შეიცხადა სააკაშვილის გუნდმა ახალი განაჩენი და ისეთი რეაქცია ჰქონდათ, თითქოს არ იციან რა აქვთ ჩადენილი.
ვის ისტორიასაც ვყვები, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, თბილი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ასეთი ისტორია თუ გადახდა სააკაშვილის დროს, არ ვიცოდი. ვინაობას საჯაროდ არ დავასახელებ, არ ამიღია ნებართვა. თუმცა, ვისაც ეჭვი შეეპარება, სხვა ფორმატში დავაჯერებ. ცნობილი ადამიანია და დღესაც ცნობილი ბიზნესი აქვს.
ამ ადამიანის, ბიზნესმენის კერძო ტერიტორიასთან ახლოს სააკაშვილს ერთ-ერთი რეზიდენცია ჰქონდა. ხშირად დადიოდნენ, კოლექტიურად. სანამ რეზიდენციაში იმყოფებოდნენ, ამ ადამიანს საკუთარ ტერიტორიაზე, კეტავდნენ შენობის ერთ-ერთ ოთახში, აყენებდნენ დაცვას და, სანამ არ დატოვებდნენ რეზიდენციას, ოთახიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ხომ არ გგონიათ ვინმე ქვედა რგოლის ხალხთან ჰქონდა ეს დაძაბულობა?! პირველ პირებზეა საუბარი.
ამ სიარულში თვალი დაადგეს ტერიტორიას და ბიზნესს. მოინდომეს მათთვის ჩვეული სქემით ტერიტორიის ახევა.
მოსთხოვეს $200 ათასი. რა თქმა უნდა უარი უთხრა. ესენი ხომ უარს არ იყვნენ მიჩვეულები?! უთხრეს შეკამათების გამო თანხა გაიზარდაო და $300 ათასამდე გაუზარდეს. ამაზეც უარზე იყო.
როგორ ფიქრობთ, რა იყო სააკაშვილის კრიმინალების შემდეგი სვლა? რა თქმა უნდა დაშინება. გააფრთხილეს, რომ თუ მათ პირობას არ დათანხმდებოდა, დააკავებდნენ მის ქალიშვილს, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა. უთხრეს, ჯერ დავაკავებთ 2 თვით, შემდეგ 6 თვით...
ესენი თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდნენ და თავად შეითავსეს კრიმინალური ტერორი და რეკეტი.
მოკლედ გატეხეს ეს ადამიანი. ვინ არ გატყდებოდა, როცა შვილის დაკავებით დაემუქრებიან?!
როცა დათანხმდა, ფულის შოვნის გზაც ასწავლეს და სესხის ასაღებად ტრადიციულად TBC ბანკში გაგზავნეს, სადაც სესხი უპრობლემოდ გასცეს. ამ თაღლითების პარტიას კი შარშან 180 ათასმა მოქალაქემ მისცა ხმა.
მოკლედ, ჩადო მთელი თავისი ქონება სესხის უზრუნველყოფაში. იხდიდა სესხს. თუმცა, საბოლოოდ, შედეგი უნდა ყოფილიყო გადახდის უუნარობა და ქონების (ბიზნესის, ტერიტორიების) დაკარგვა, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდებოდა.
იცით რამ გადაარჩინა? ხელისუფლების ცვლილებამ 2012 წელს. თორემ მერე ჩერთვებოდა ბიზნესის შეფერხების მექანიზმები, ვერ გადაიხდიდა სესხს და წაიღებდა ბანკი.
წასაკითხად მარტივია, მაგრამ ადამიანის სახე უნდა ნახოთ, როცა ამ ყველაფერს იხსენებს და ყვება...
იყოს ეს ისტორიაც აქ. იქნებ ოდესმე ვინაობაც მივუთითო, მეტი დეტალებით...
კოლექტიური ნაცები თითქოს ვერ ხვდებიან, რატომ არ სურს მოსახლეობის უნეტესობას მათი უკან მობრუნება.
გუშინ გაიკვირვეს განაჩენი. რა მოხდაო, სამშობლოში დაბრუნდაო?! სად, როგორ და რისთვის დაბრუნდა, ცალკე თემაა."-წერს სოციალურ ქსელში გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
125 3-ს მოსწონს
|