იცოდით თუ რატომ აქვს ორი ზოლი კეფაზე კრიშტიანუ რონალდოს, დარწმუნებული ვარ მებვრს მიზეზი გულს აგიჩუყებთ
თანამედროვე ფეხბურთის ერთერთი უდიდესი ფეხბურთელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, რომ დიადების კატეგორიას მიეკუთვნება ამას დამტკიცება ნამდვილად არ ჭირდება.
ფეხბურთელმა იმდენს მიაღწია თავისი ნიჭით და შრომით, ძნელია მასზე ცუდად ისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი საფეხბურთო მოედანზე ხშირად ამპარტავნულად ექცევა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს, არც უხეშობაა მისთვის იშვიათი, მაგრამ ბევრმა არ იცის რონალდუს მეორე სახე, სახე დიდი პიროვნებისა და ძალიან დიდი გულის მქონე ადამიანისა.
თუ დაკვირვებიხართ, პორტუგალიელ ფეხბურთელს არა აქვს არცერთი ტატუ, როცა ფეხბურთელების დიდი ნაწილი პანოსავით არიან მოხატულები. მიზეზი კი ერთია-ტატუს გაკეთების შემდეგ მინიმუმ 6 თვე ვინმესთვის სისხლის გადასხმა არ შეიძლება, კრიშტიანუ კი ცნობილი სისხლის დონორია და წელიწადში ორჯერ უანგაროდ აბარებს სისხლს, სამჯერ ძვლის ტვინის დონორი გახდა მისთვის სრულიად უცხო ადამიანებისთვის.
ისიც ცნობილი ფაქტია, მოედანზე გასვლამდე როგორ ეთამაშება სტიუარდ ბავშვებს პორტუგალიელი.
ლათინური ამერიკის 2 ქვეყანაში საძირკვლიდან დაწყებული სახურავამდე დამთავრებული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 2 კლინიკაა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის აშენებული რონალდოს სრული დაფინანსებით.
რონალდოს კეფაზე ვფიქრობ ბევრს გინახიათ ორი ზოლი, ეს არც სტილისტის შეცდომის შედეგია და არც ტრენდული ვარცხნილობის გამოძახილი.
მასიური ინფორმაციის საშუალებებმა ათასგვარი ვერსია წამოაყენეს, მაგრამ არცერთი არ აღმოჩნდა სწორი.
როგორც აღმოჩნდა, რონალდომ სრულად დააფინანსა სიმსივნით დაავადებული ბიჭის ოპერაცია, საბედნიეროდ ბიჭუნა კარგადაა და სწორედ მის მხარდასაჭერად გაიკეთა რონალდომ ორი ზოლი კეფაზე, რადგან მის მიერ დაფინანსებულ ბიჭს 2 ნაიარევი აქვს კეფაზე და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მოზარდს ამ გზით გამოუცხადა სოლიდარობა.