ვარსკვლავები მატილდა გვარლიანის ცხოვრება და ოჯახი დღეს, 12:44 მატილდა გვარლიანი 2002 წლის 16 მაისს, თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. საზღვარგარეთ კი კონტრაქტი აქვს Next Model Management-თან. მატილდა გვარლიანს ჰყავს მშობლები და ძმა. მატილდა-მარიამ გვარლიანი მოდელის სრული სახელია.ის წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს. საუბრობს ხუთ ენაზე. საქართველოში ყოფნისას დიდ დროს ატარებს ოჯახთან. როგორც თავად აღნიშნავს, მოდელის პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი". მოდელს ძალიან წარმატებული სეზონი აქვს და როგორც ამბობს, გაჩერებას არ აპირებს. წინ ახალი მწვერვალებია დასაპყრობი. 49 1-ს მოსწონს
|