ქალი და მამაკაცი ქალი ქმრის ღალატში გამოიჭირეს, რის გამოც ის კორპუსის დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო) 16 მარტი, 14:01 ![]() 8 მარტის შუადღისას მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ნახევრად შიშველი ქალი თავს დაესხა კორპუსის დაცვის თანამშრომელს, სახელად ერნანს, ჯერ აქანდაზით სცემა, შემდეგ კი დახლიდან სხვადასხვა ნივთების აღება და სროლა დაუწყო. დაცვის თანამშრომელი "ჩაშვებაში"დაადანაშაულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მე-3 სართულზე მცხოვრები 35 წლის ქალბატონი მე-14 სართულზე მცხოვრებ მეზობელთან გამოიჭირეს. იქ მოხდა შეტაკება და ერნანი წავიდა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა. მისი მისვლის დროს ვნებები უკვე ჩამცხრალი იყო და ჩხუბის მონაწილეები თავიანთ ბინებს დაუბრუნდნენ. თუმცა მოღალატე ქალი მალევე შეიჭრა პირველი სართულის ფოიეში და თავს დაესხა ერნანს. ის უყვიროდა: „შენ ხარ, ვინც ჩამიშვა, შე გომბეშოო“ თან იგინებოდა. სანამ განრისხებული ქალი ერნანს სცემდა, მისმა კოლეგამ პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისული ოფიცრების თქმით, დაკავებულს ალკოჰოლის ძლიერი სუნი ასდიოდა. ასევე გაირკვა, რომ იგი უცხოელი იყო ჩილეში ცხოვრების ნებართვით. საბოლოოდ სასამართლომ 12 მარტს მისი სახლიდან გამოსახლების ბრძანება 12 მარტს გასცა. ერნანმა თქვა, რომ ის ახლა ცხრადღიან შვებულებაშია, რათა თავდასხმის შემდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაჯანსაღდეს. 305 2-ს მოსწონს
|