x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტურისტს მატარებელში "იდეალური" ფოტოს გადაღება სურდა...
image

ჩინელი ტურისტი შრი-ლანკაში მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც მოძრავი მატარებელს გარედან დაეკიდა, რათა სამახსოვროდ "იდეალური ფოტო" გამოსვლოდა. ქალმა დროულად ვერ შეამჩნია, რომ წინ გვირაბი იყო და კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მძიმე დაზიანებები მიიღო.



შემთხვევა კვირას, 9 მარტს მოხდა. ტურისტი ნანუ ოიადან ბადულასკენ გამეგზავრა. მატარებლის მოძრაობის, დროს მგზავრი ვაგონის სახელურს ჩაეჭიდა და გარეთ გადმოეკიდა . მან ვერ შეამჩნია საფრთხე და თავი გვირაბის კედელს დაარტყა, რის შედეგადაც წონასწორობა დაკარგა და დაეცა.



გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მსხვერპლის მდგომარეობა კრიტიკულია, მას თავის და ფეხების მძიმე ტრავმები აღენიშნება. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰაპუტალეს რეგიონალურ საავადმყოფოში და შემდეგ კი სპეციალური პროცედურებისთვის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.


image

10 მარტს, ჩინეთის საელჩომ შრი-ლანკაში გამოაქვეყნა შეტყობინება თავის ვებსაიტზე, რომელშიც სთხოვდა ტურისტებს „რაც შეიძლება მოერიდინო მატარებლის კარებს და ფოტოების გადასაღებად გარეთ არ დაეკიდნონ“.


მსგავსი შემთხვევები არც თუ იშვიათია, მაგალითად მიმდინარე წლის თებერვალში, იგივე შრი-ლანკაში მსგავს სიტუაციაში დაიღუპა 53 წლის რუსი ტურისტი, ოლგა პერმინოვა, ქალი ეფექტური ფოტოს გადაღების სურვილით, გარედან დაეკიდა მატარებელს და თავი უკან გადაწია, რა დროსაც თავი დიდ ქვას დაარტყა.


რუსი ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ტრავმა იმდენად სერიოზული იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

image

0
305
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...